“ყველაზე მოდური მერი“ - ეს ტიტული არაერთხელ მიანიჭა საზოგადოებამ 40 წლის თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომელიც ყოველთვის აქტიური მოდის მიმდევარი და ქართველი დიზაინერების განსაკუთრებული გულშემატკივარია.
ამჟამად ახალგაზრდა მერმა არჩევანი შეაჩერა Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორის და Vetements-ის მთავარი დიზაინერის, დემნა გვასალიას ტანსაცმელზე, რომელიც გაზაფხული-ზაფხული 2019 წლის კოლექციისთვის არის შეკერილი.