სტილი

"ბაფტა 2019"-ის ყველაზე დახვეწილი VS სასაცილო ლუქები

ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის კინოაკადემიის 72-ე დაჯილდოება ("ბაფტა") ჩატარდა. გთავაზობთ ყველაზე დასამახსოვრებელ ლუქებს. აი, როგორ გამოიყურებოდნენ თქვენთვის კარგად ნაცნობი მსახიობები (და არამხოლოდ ისინი) წითელ ხალიჩაზე.
ლუსი ბოინტონი - დიორის კაბაში. მის კაბას და მაკიაჟს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა.


ქეით მიდლტონი ულამაზესი თეთრი კაბით წარდგა საზოგადოების წინაშე. მის სისადავეს ბევრი დადებითად გამოეხმაურა. ამიტომ ის და პრინცი კრიტიკის ქარ-ცეცხლში ნამდვილად არ მოქცეულან.


დახვეწილი, შავი კაბა ეცვა ქეით ბლანშეტს, რომელსაც ასაკი კიდევ უფრო მომხიბლავს ხდის.

"ბაფტა 2019"-ის უპირობო ლიდერი და უკვე 7
ჯილდოს მფლობელი რამი მალეკი თეთრი პიჯაკით იწონებდა თავს. მას უკვე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

რაც შეეხება მარგო რობის კაბას, აქ აზრი ორად იყოფა. ნაწილი იწონებს მის არჩევანს, სხვები კი ამბობენ, რომ უგემოვნო კაბით წარდგა.

"ბაფტას" ჯილდოს ერთ-ერთი მფლობელი რეიჩელ ვეისი გახდა. ის შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რაც მის გულშემატკივრებს არ გამოჰპარვიათ. 

იხილეთ დამსწრეების და გამარჯვებულების ფოტოები:










FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი