ვალენტინობის საღამოსთვის განსაკუთრებული მზადება აქტიურ ფაზაშია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ დღეს ლამაზი სქესის წარმომადგენლები განსაკუთრებულად ელოდებიან და შესაბამისად, ეს მათი სილამაზისთვის ხაზის გასმის კიდევ ერთი გამორჩეული დღეა.
დიზაინერები შეჯერდნენ იმ მოსაზრებაზე, რომ არ არის აუცილებელი, 14 თებერვალს ყველამ წითელი ტანისამოსი მოირგოს.
Marao.ge-მ სწორედ თქვენთვის მოაგროვა ვალენტინობის საღამოსთვის საუკეთესო ლუქები.
პლისე
თუ თქვენ დაპლისული კაბების და ქვედაბოლოების მოყვარული ხართ, თამამად შეგიძლიათ მოირგოთ ეს ლუქი, ვინაიდან ასე დაიცავთ ბალანსს ელეგანტურობასა და ყოველდღიურ ჩაცმულობას შორის.
აბრეშუმის კაბა
ტანზე გამოყვანილი აბრეშუმის კაბა, უდავო,დ რომანტიკის პირდაპირი გამოძახილია, რომელიც იდეალურად წარმოაჩენს თქვენს სხეულს. ამასთანავე, თქვენი საყვარელი მამაკაციც ასეთი სილამაზის მიმართ შეუძლებელია გულგრილი დარჩეს.
კომბინიზონი
ყვავილებიანი პრინტებით ან უბრალოდ სადა, შავი კომბინიზონი ვალენტინობის საღამოსთვის ერთ-ერთ საუკეთესო ლუქად ითვლება, ასე რომ, თამამად მოირგეთ და ამავდროულად, იგრძენით თავი კომფორტულად.
ლეოპარდის პრინტი და პასტელური ფერები
თქვენს ბუნებრიობას და სინაზეს გაუსვამს ხაზს.
მონოქრომი
თუ არ გამოირჩევით შოპინგის სიყვარულით და მოგწონთ სისადავე ჩაცმის სტილში, მაშინ მონოქრომი სწორედ რომ თქვენთვის არის განკუთვნილი და ლამაზად გაგრძნობინებთ თავს ვალენტინობის საღამოს.