სტილი

4 გზა, როგორ გადავაკეთოთ 5 ლარიანი მაისური მოდურ სამოსად

4 გზა, როგორ გადავაკეთოთ 5 ლარიანი მაისური მოდურ სამოსად
ზამთრის სამოსისგან კარადების დაცლა ალბათ უკვე დაიწყეთ და საგაზაფხულოდ გარდერობის განახლებასაც გეგმავთ, მაგრამ ეს სასიამოვნო შოპინგი არც თუ ისე იაფი გვიჯდება, თანაც, თუ გასული წლების ამ სეზონის ამინდებს გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ საგაზაფხულო სამოსი არც თუ ისე დიდი ხანი გვჭირდება და ამაში არც დიდი ფინანსების დახარჯვა ღირს.
ამ მაისურის შეძენას კი 3-5 ლარად შეძლებთ და ძალიან მარტივად აქცევთ მას მოდურ სამოსად. თეთრი ფერის მაისური ერთადერთი არაა, რომელიც ამ ხერხებით გადაკეთდება. ამავე მეთოდებით მოდურად აქცევთ გრძელსახელოიან ზედებსაც.
ხრიკები, რომლებიც ქვემოთ უნდა გაგიზიაროთ არც შრომატევადია და არც დამატებით ორნამენტებს საჭიროებს.

დაგჭირდებათ:
  • მაისური
  • მაკრატელი

გაითვალისწინეთ, სანამ დაჭრას დაიწყებთ, კარგად მოირგეთ ტანზე და იქვე მონიშნეთ!

1. მოდური გეომეტრია





ჩაიცვით მაისური და ერთ-ერთ კუთხეში, ნაკერიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ზუსტად ერთმანეთის ქვეშ დასვით ორი წერტილი ( ეს ფიგურის თავი და ბოლო იყოს) .



შემდეგ დააფინეთ მაგიდაზე, გადაკეცეთ ბოლო ნაწილი ისე, რომ თქვენ მიერ მონიშნული წერტილები ერთმანეთს დაემთხვეს. ამოხაზეთ ტოლი ზომის სამკუთხედები და ამოჭერით. როცა გაშლით, მაისურის ბოლო ნაწილი რომბებით იქნება დასერილი. თუ არ გნებავთ, რომ ამოჭრილი იყოს ზურგზეც, გაჭრამდე მაისურის უკანა ნაწილი აკეცილ მდგომარეობაში დააფინეთ. 



2. „გატრენდულებული“ სახელოები





თუ მხრებს ოვალურად ამოჭრით ძალიან ორიგინალურ სამოსს შექმნით. ეს რთული სულაც არაა, მთავარია, ორივე მხარეს ერთნაირად ამოჭრათ და გაითვალისწინოთ, რომ ამოჭრა სახელოს ბოლოდან 1-2 სანტიმეტრის დაშორებით დაიწყოთ. ფრთხილად მოაჭერით საყელოც. და ქვედა ნაწილიც ისე,რომ მისი განასკვა შეძლოთ



3. გახსნილი ზურგით





ამისთვის საკერავი მანქანა და ღილებიც დაგჭირდებათ.

პირველ რიგში მაისურს უნდა მოაჭრათ საყელი. შემდეგ გადაკეცეთ მაისური შუაზე და მისი უკანა ნაწილი გაჭერით ზუსტად ნაკეცზე. ზურგის ზედა ნაწილში დააკერეთ ღილები და გააკეთეთ მისი სამაგრები სქელი თეთრი ძაფით. გაჭრილი ადგილები კი წვრილად შეკეცეთ და საკერავი მანქანით გაკერეთ. თუ მკლავებსაც მოჭრით, მაისურს უფრო ორიგინალურ ელფერს შესძენთ.

4. სარაფანა


TShirts_10Ways_Finals_44


ამისთვის გრძელი წვრილი თასმა დაგჭირდებათ. შეგიძლიათ ამ მაისურიდან მოჭრილი საყელოს წვრილი ზოლის გამოყენებაც

მოჭერით მაისურს საყელო, ისე რომ, სამკუთხედის ფორმა შეინარჩუნოთ. ნაკერიდან მოარღვიეთ სახელოებიც. ის ადგილი, სადაც სახელოები იყო მიკერებული გადაკეცეთ წვრილად , ისე, რომ მასში თეთრი თასმის გაყრა შეძლოთ და გაკერეთ საკერავი მანქანით. იგივე გააკეთეთ ზურგის მხარესაც და შემდეგ მათში გაუყარეთ თასმა.

წყარო: brit.co
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31