ცნობილი მომღერლისა და ტელეწამყვანის, ქრისტინე იმედაძის ოჯახის წევრებს საზოგადოება კარგად იცნობს - მისი მამიდა ცნობილი მსახიობი ია ფარულავაა, მომღერლის მამა კოკა იმედაძეა, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მუშაობს ჰოლივუდის მსახიობებთან. თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ბევრი არ არის ცნობილი ქრისტინეს დედის, ირმა გოგლიძის შესახებ.
ის სამკაულების დიზაინერია და ახლად დაწყებული საქმე იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ერთ წელიწადში პარიზის მოდის კვირეულზეც მიიწვიეს. AMBEBI.GE ქრისტინე იმედაძის დედას, ირმა გოგლიძეს დაუკავშირდა და საკუთარი საქმიანობისა და ქალიშვილის შესახებ ესაუბრა:
- როდის და რატომ დაიწყეთ სამკაულების კეთება?
- პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. ვმუშაობდი ხელოვნების ინსტიტუტში, მაგრამ როცა ქვეყანაში რთული პერიოდი დადგა, სამსახურიდან წამოვედი და სხვადასხვა მხატვრბის გამოფენებს ვაწყობდი. რაც შეეხება სამკაულებს, ყოველთვის მაინტერესებდა და ვაკეთებდი ამ საქმეს. ერთი წელია, რაც ფართო აუდიტორიისთვის ვქმნი სამკაულებს. ეს ჩემი მეგობრების დამსახურებაა, სწორედ მათ გადამაწყვეტინეს გამოფენის გაკეთება და დღეს სწორედ ესაა ჩემი შემოსავალი.
- პირველი გამოფენა 2018 წელს, მაისში გამართეთ და მახსოვს, კარგი გამოხმაურება გქონდათ...
- რადგან ჩემს ნამუშევრებს ისეთი ადამიანები იძენენ, ვინც წამყვანი ბრენდების სამკაულებს ატარებს, შემიძლია ვთქვა, წარმატებული გამოდგა ჩემი გამოფენა. უცხო ადამიანების შეფასებებიც დიდ სტიმულს მაძლევს, რომ გავაგრძელო მუშაობა და ვაკეთო სამკაულები.
- რა მასალისგან ამზადებთ სამკაულებს?
- ყველანაირ ქვას ვიყენებ, ნახევრად ძვირფასს, ძვირფასს. სხვადასხვა ადგილას ვიძენ, მათ შორის, საქართველოშიც. თავდაპირველად ვერცხლზე ვმუშაობდი, ახლა ოქროზეც ვმუშაობ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ოქრო იქნება თუ ვერცხლი. მთავარია ქვა და არა მეტალი, რადგან ჩემს სამკაულებში ქვა არის დომინანტი. გაგრძელება