ელეგანტური, მოდური, კომფორტული - დიახ, ამ ყველაფერს აერთიანებს სტილი ბოჰო, რომელიც ნებისმიერი ასაკის სეგმენტზეა მორგებული და არაერთი მანდილოსნის გული მოიგო.
ჩაცმის ამ სტილმა ხაზი გაუსვა მოდური ინდუსტრიის არაბუნებრივი და მიმბაძველი გოგონებისგან განსხვავებით, ქალის ლამაზ, მიმზიდველ, ჰარმონიულ და ნაკლებად ვულგარულ სტილს.

1. „ბოჰოს“ უპირატესობა კომფორტულობაა, თუმცა უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ტანზე გამოყვანილი თუ არ გაცვიათ, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ტომარა უნდა გეცვათ. თქვენი სხეული შეგიძლიათ გამოკვეთოთ ქამრის მეშვეობით. ფეხსაცმელიც უნდა შეარჩიოთ კომფორტული: დაწნული სანდლებიდან დაწყებული, „ქანთრი“ ჩექმებით დასრულებული. მეორადი ნივთების მაღაზიაში კი საინტერესო სამკაულებს შეიძლება გამოჰკრათ ხელი.


2. ამ სტილში ჭარბობს ნატურალური ნაჭრები, მაგალითად, როგორიცაა ზამში, კოტონი, ტყავის შემცვლელი. აქსესუარის სახით კი არ დაგავიწყდეთ ხელნაკეთი ჩანთები, თავსაბურავები, ვინტაჟური თმის სამაგრები.


3. კაბები „ბოჰო“ სტილში სოფლის შთაბეჭდილებას ტოვებს, ოღონდ რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. დამეთანხმებით, რომ ასეთი კაბები საკმაოდ კომფურტულია.


4. „ბოჰოს“ უპირატესობა ეთნიკურობაა, რომელიც მოდელმა ქეით მოსმა დააბრუნა. ამ ფორმით მან უარი თქვა დიზაინერების მიერ შემოთავაზებულ ზედმეტად „გლამურულ“ ტანისამოსზე და დაამკვიდრა გარკვეული სტილი ეთნიკური დეტალებით.


5. ძირითადი ფერთა გამა მერყეობს პასტელურსა და ნაცრისფერ-კრემისფერში. თუმცა არც მკვეთრი პრინტებია გამორიცხული ამ სტილში.


ბოჰო სტილის უპირატესობებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ თავადაც გამოსცადოთ და თქვენს გარდერობს შემატოთ განსხვავებული ტანსაცმლის ხაზი.


წყარო:takprosto.cc