წლევანდელი მოდური ტენდენციებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, წარსულში დაბრუნების გზაზე ვიმყოფებით, თუმცა ბევრმა დიზაინერმა ამოისუნთქა შვებით, იმიტომ, რომ მაღალწელიანი ჯინსები სხეულის სწორად გამოჩენის იდეალური გადაწყვეტილებაა. მიუხედავად ამისა, ასეთი ჯინსები კვლავ დიზაინერების მიერ შტრიხების კორექტირების ქვეშ მოექცა.
მაღალწელიანი ჯინსის უპირატესობა კი, პირველ რიგში, კომფორტულობაა და სულაც არ ჰგავს ერთმანეთს არაფრით, აქედან გამომდინარე კი, იდეალურად ერგება ნებისმიერი მოდური ქალბატონის სიტუაციასა და გარდერობს.
„მარაო“ გიზიარებთ რჩევებს, როგორ და რასთან ატაროთ მაღალწელიანი ჯინსები, ისე, რომ გამოიყურებოდეთ მოდურად და ეფექტურად.
ასეთი ჯინსები სადად და ამავდროულად, საკმაოდ გემოვნებიანად მიიჩნევა. მისი უპირატესობა სხვადასხვა სტილის ფეხსაცმლით იმიჯის ცვლილებაა, თუმცა რჩევის სახით შეგვიძლია გირჩიოთ დაბალ, წვრილ ქუსლზე, წვეტიანი ცხვირის მქონე ფეხსაცმელი, რომელიც გამოიყურება გემოვნებიანად და ელეგანტურად. ასე ჩაცმა კი სამსახურშიც საკმაოდ მომგებიანია.
ამ ჯინსის უპირატესობა მის ღია ფერშია, რაც ვინტაჟურობის ეფექტს ქმნის და იდეალურია მზიანი ამინდებისთვის. სწორი ტოტებითა და გახეხილი ვიზუალით საკმაოდ ლამაზად ავსებს ყოველდღიურ ლუქს.
ლეგინსები მინიმალისტურად გამოიყურება სხეულზე თავისი მაღალი წელით და ამასთანავე, დაბალ ბიუჯეტზეც არის გათვლილი, ვინაიდან ჩვეულებრივი ჯინსის ნაჭრისგან განსხვავებით, ბევრად ნაკლები დაგიჯდებათ მისი შეძენა.
ჯინსის ეს მოდელი მიუ მიუმ დააბრუნა ისევ წლევანდელ მოდურ ტენდენციებში. შესაბამისად, ასეთ ჯინსთან ჩაიცვით ტანზე გამოყვანილი ზედა და ბოტასები.
პრობლემური შავი ფერი იდეალურად უხდება გაზაფხულს გრანჟის სტილში, ამ ჯინსის უპირატესობა კი მის ფერსა და სიგრძეშია. მოდური რედაქტორები უდავოდ გემოვნებიანად შეგიფასებენ ამ არჩევანს.
ჯინსის ეს მოდელი არამარტო თავისუფალი სტილის გოგონებისთვისაა შექმნილი, გაცრეცილი ფერი, მუხლთან დახეული და კოჭამდე სიგრძის ჯინსი თქვენი სხეულის ფორმებს გამოკვეთს და იდეალურად გაუსვამს ხაზს.
მაღალი წელის მქონე ჯინსებიდან, ყოველდღიურად ყველაზე კომფორტული, ბიჭური სტილის ფართო „ბოიფრენდებია“, რომელიც გამოიყურება თქვენს სხეულზე ბუნებრივად და ასიმეტრიულად.
თბილი სეზონის იდეალური გადაწყვეტილება სწორედ ასეთ ჯინსებშია. მისი უპირატესობა ჩაჭრილ ტოტებშია, რაც სიცხეში სიგრილის შეგრძნებას მოგანიჭებთ.
ღია ფერის ჯინსზე არჩევანის შეჩერებისას გაითვალისწინეთ, რომ ნაჭერი არ არის სრულად ტექსტურირებული, რაც თქვენს სხეულზე იდეალურ დგომას განაპირობებს, ხოლო „დაშლილი“ ტოტის დაბოლოება მეტ ეფექტურობას ანიჭებს მას.
დაბოლოს, მოხარშული ჯინსი ისევ ტრენდულია დიზაინერების გადაწყვეტილებით, მით უმეტეს, თუ მას ვიწრო წელი, ნაკეცებიანი ჯიბეები და მოკლე ტოტები ამშვენებს.