მოდური იმიჯის შესაქმნელად, ტანსაცმლის გარდა, აუცილებლად გასათვალისწინებელი ელემენტი - აქსესუარია, რომელიც ჩანთის სახით განუყოფელ ნაწილს შეადგენს. დიზაინერებმა წლევანდელი მოდის ტენდენცია საკმაოდ მრავალფეროვანი გახადეს სხვადასხვა ზომისა და ფერის ჩანთებიდან გამომდინარე.
„მარაო“ გთავაზობთ 2019 წლის ჩანთების დიზაინში ყველაზე მოდურ ტენდენციებს.
მხარზე გადასაკიდი ჩანთები
წლის ჰიტს მხარზე გადასაკიდი ჩანთები წარმოადგენს. ასეთი სტილის ჩანთა საკმაოდ პრაქტიკული და რენტაბელურია ყოველდღიურობაში, ხოლო ძირითად სეგმენტს წარმოადგენს აქტიური გოგონა, რომლის გარდერობშიც ასეთი სტილის ჩანთა მრავლად მოიპოვება. ყურადღება გაამახვილეთ ტყავის შემცვლელ, ყვავილებიან და ცხოველურ პრინტებზე.
უცნაური ფორმის ჩანთები
სეზონის სიახლეს სწორედ ასეთი ფორმის ჩანთები წარმოადგენს, რაც უდავოდ ელეგანტურობასა და ქალურობას გაუსვამს ხაზს. ნახევარმთვარის ფორმის ჩანთები, ზამშითა და ბეწვით გაწყობილი, წლის მოდურ ტრენდად ითვლება. უპირატესობა მიანიჭეთ სამკუთხედის, ტრაპეციის ფორმის პრინტებიან ან გამჭვირვალე ჩანთებს ლამაზი ჩამკეტით.
ჩანთა ტომარა
ასეთი ჩანთა, დაგვეთანხმებით, რომ საკმაოდ ტევადი და კომფორტულია სატარებლად. დეკორატიული დეტალით გაწყობილი ზამშის ტომარა იდეალურად ერწყმის როგორც ყოველდღიურ, ასევე სასეირნო და სამგზავრო იმიჯს.
კლასიკური ჩანთა
ჩანთის ეს მოდელი განკუთვნილია საქმიანი და მიზანდასახული ქალბატონებისთვის. იდეალურად უსვამს ხაზს ელეგანტური და თავდაჭერილი გოგონების იმიჯს. ასეთი ჩანთის შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი კოსტიუმის ფერი, რაც თქვენს საქმიან იმიჯსა და მოდურობას ერთდროულად გამოკვეთს.
მოცულობითი დიდი ზომის ჩანთები
აქსესუარების „გიგანტი“ - სწორედ ასეთი ზომის ჩანთებზეა ნათქვამი. მას უპირატესობას ანიჭებენ ისეთი გოგონები, რომლებსაც ნამდვილი სკივრი დააქვთ თან, სადაც ნებისმიერი გოგოსთვის აუცილებელი დეტალის აღმოჩენა იქნება შესაძლებელი. გიგანტი ჩანთით კომფორტულია სიარული როგორც საშოპინგოდ, ასევე პიკნიკზე - პარკში.