ამბობენ, ქალები ერთმანეთეთს უფრო იპრანჭებიან, ვიდრე მამაკაცებსო, თუმცა ეს სიმართლე არ მგონია.
ყველა ქალი თუ გოგონა ცდილობს როგორმე თავი მოაწონოს მამაკაცს, აღმოჩნდეს მის ყურადღების ცენტრში და დაიმსახუროს პატივისცემა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მისი გატაცება, თუ სიყვარულის ობიექტია. არ არსებობს რეცეპტები, რომლებიც ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლაში დაგეხმარებათ, მაგრამ არსებობს სამოსი, რომელიც საშინლად სძულთ ქართველ მამაკაცებს.
მართალია, ტანსაცმელი არ წყვეტს ქალის ბედს და არც გადამწყვეტი როლი უჭირავს იმაში, დაიმსახურებთ თუ არა თქვენი სასურველი მამაკაცის კეთილგანწყობას, მაგრამ გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, მამაკაცები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს 5 ნივთი მათი საყვარელი ქალბატონის გარდერობში არ უნდა იყოს.
1. უგები
მოუხეშავი, დიდი ზომის, უგები სინაზისა და სათნოების იერს სრულიად გაკარგვინებთ. ამის პარალელურად კარგავთ უნარს გააღვიძოთ ეს განცდები მამაკაცში. ტოვებთ მუდამ „გადარბენებზე მყოფი“ ქალის შთაბეჭდილებას, რომელსაც არ აქვს დრო იაროს კოხტა ფეხსაცმელებით ან უარესი. დაიძლება კაცმა იფიქროს, რომ თქვენ საერთოდ არ გაღელვებთ რა გეცმევათ.
2. ბადე კოლგოტი
რატომღაც მამაკაცებს ბადე კოლგოტი მსუბუქი ყოფაქცევის ქალების ასოცირებას უჩენს და რა გასაკვირია, რომ მათ არასდროს მოეწონებათ გოგონა, რომელიც ასეთ კოლგოტს ატარებს.
3. უფორმო სამოსი
კაცებს ესთეტიკურად დახვეწილი, კოხტად ჩაცმულ-დახურული გოგონები მოსწონთ და არა „აჯაჯული“. შეიძლება იფიქრონ, რომ სამოსის მიღმა არაქალურ ფორმებს მალავთ.
მართალია, ოვერსაიზები მოდაშია და ამას ვერავინ აგვიკრძალავს, მაგრამ პაემანზე წასვლის წინ ტრენდულობას ნუ დაიჩემებთ და მოდურობას მსხვერპლად ნუ შესწირავთ ურთიერთობას.
4. პლატფორმა
მამაკაცებს ძალიან არ მოსწონთ ფეხსაცმელი ძალიან მაღალ ძირზე.
5. ძალიან მაღალწელიანი შარვლები
როგორც ბიჭები ამბობენ, „კისრამდე შარვლები“ მათთვის მიმზიდველი სულაც არაა. მართალია, ის კარგად გამოკვეთს ფორმებს, მაგრამ რატომღაც ესეც გამაღიზიანებლად ეჩვენებათ.
იხილეთ: ქალის გარდერობის 10 ნივთი, რომლებიც მამაკაცებს ყველაზე მეტად მოსწონთ