ამინდების ცვალებადობის მიუხედავად, პოპულარული ქართველი ქალბატონები საგაზაფხულო განწყობას ინარჩუნებენ.
გაზაფხული სწორედ მათ ჩაცმულობაში, ფერებსა და განწყობაში იგრძნობა.
ია ფარულავას ფერადი სამოსი ყოველთვის ხიბლავდა. ამჯერად მან ახალი ფოტო შემოგვთავაზა, სადაც ჩანს რომ საუცხოო განწყობაზეა.
ვარდებით გაფორმებული კაბა შანელის შავ ჩანთას შეუხამა და საფირმო ღიმილიც არ დავიწყებია. მსახიობის ახალ ფოტოს გამომწერები ასე გამოეხმაურნენ: „მე მაგიჟებს შენი ჭრელი კაბები „, „გაზაფხული გოგო“. ერთ-ერთს კი მუზა ეწვია და საჯაროდ ლექსი მიუძღვნა: „თუ სილამაზის მოტრფიალეს სჯიან კანონით, მე სამუდამო პატიმრობა მქონია ხალხო, ვერ შემაშინებს კოდექსების გრძელი თაბახი, ჩემთვის სასჯელი ის იქნება რომ ვეღარ გნახო.“
შორენა ბეგაშვილმა კი წითელი ფერის ზედატანი მოიხდინა და იმავე ფერის ტუჩსაცხი გამოიყენა. წითლის ამგვარი შეხამება უმეტეს შემთხვევაში ძალიან ეფექტურია.
ფერადი შიფონის კაბა და კედები საკმაოდ პრაქტიკული გადაწყვეტილებაა. მსახიობი და ტელეწამყვანი ხშირად ირგებს თეთრ და შავ სამოსსაც, რომელსაც შესაფერის აქსესუარებს უხამებს.
ქეთა თოფურიამ ცოტა ხნის წინ თავის ულამაზეს გოგონასთან ოლივიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. გოგონებს მოვარდისფრო ზედები აცვიათ, რომლებიც ქეთის მიერ შექმნილი კოლექციიდანაა.
გაზაფხულს გამორჩეული, თვალშისაცემი ფერებიც ძალიან უხდება. მიმი შელიას ახალი ლუქი მის გამომწერებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და ბევრი კომპლიმენტიც დაიმსახურა.
Oversize სამოსის მოყვარულმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ აყვავებული ხის ფონზე გადაღებული ფოტოს მეშვეობით საგაზაფხულო განწყობა აგვიმაღლა. მისი არჩევანი კი თავისუფალი სტილის შავი შარვალი და სამ ფერში გადაწყვეტილი მოსაცმელი გახლდათ.