მამაკაცის ჩაცმის სტილი - ეს სწორედ ის კომპონენტია, რომელიც ქალბატონებს შეუმჩნეველი შეუძლებელია დარჩეთ.
დიახ, მამაკაცებო, ჩვენ ვაკვირდებით, როგორ ფერებს ირჩევთ, გიხდებათ თუ არა და მოგვწონს, როცა ინდივიდუალიზმს არ კარგავთ.
ამჯერად ტოპ-ხუთეული უცოლო მამაკაცებით დაკომპლექტდა, რომლებიც თქვენ წარმოიდგინეთ, სიმპათიურები არიან და საქართველოში ცხოვრობენ.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ სამოსში შავი ფერის სიჭარბის მიუხედავად, არც ნათელი და ხალისიანი ტონები იჩაგრებიან.
მირიან (მიკი) ჯეჯელავა - წარსულში რადიოწამყვანს, შემდეგ კი ტელეწამყვან მიკის, ღმერთმა უდავოდ კარგი გემოვნება არგუნა.
სამოსს აქსესუარებს ხშირად უხამებს და ცდილობს, რომ არც მწვადი დაწვას, არც შამფური - უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კლასიკურ და სპორტულ სტილს ერთგულებას უმტკიცებს. აი, რატომ უნდა უხაროდეთ მამაკაცებს უზარმაზარჯიბიანი ზედატანის ქონა. როგორც ხედავთ, მირიანი კრეატიულობის დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის.
რატი დურგლიშვილი - მომღერალი ჩვეულ ჩაცმის სტილს არ დასჯერდა და ჩოხაშიც გამოეწყო, რაც გოგონებს შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენიათ.
მას ხშირად იხილავთ ტყავის ქურთუკსა და ჯინსებში, ისევე, როგორც ფერად ზედებსა და ბოტასებში. არადა, შეიძლება ისიც დავუშვათ, რომ ერთი შეხედვით უფრო კლასიკური სტილის მიმდევარს ჰგავს.
გიორგი ვარდოსანიძე - მსახიობს ყოველთვის თავისებური გემოვნება და ჩაცმის სტილი ჰქონდა, რაც ყველასგან გამოარჩევდა. გიორგის უყვარს ბერეტები, შავი ქუდები და მეტწილად სპორტულ სტილს ეთაყვანება.
ირაკლი მაქაცარია - რთული დასაჯერებელია, რომ ისიც უცოლოთა რიგებშია, მაგრამ დიახ, ის ჯერ კიდევ არ მოქცეულა ცოლქმრობის "უღელში". ფერადი სამოსის ნამდვილად არ ეშინია და ცდილობს, სხვადასხვა სახის ექსპერიმენტი ჩაატაროს. მაგალითისთვის ეს ფოტოც გვეყოფა, რომელიც უკრაინული გამოცემისთვის გადაუღეს.
ოთო ფოლადაშვილი - ნიჭიერი მოცეკვავე სამოსის შერჩევაშიც ნიჭიერი აღმოჩნდა. თუ მის ფოტოებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ნაცრისფერ, თეთრ და შავ ფერებს სწყალობს, თუმცა არც ნათელ და ჭყეტელა ტონებს გაურბის.