მუდამ მოდური ჯინსები,
ყველა წლის და სეზონის აქტუალური ტრენდია. ეს იქნება ერთტონიანი თუ გახეხილი, აპლიკაციებით გაწყობილი თუ სადა, ზოლებით და ფერადი, მოკლე თუ გრძელტოტებიანი - არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, როგორი აღნაგობის ხართ, ვინაიდან სათქვენო ჯინსს აუცილებლად იპოვით ყოველთვის. თან დიზაინერებისგანაც, საბედნიეროდ, არ გვაქვს შეზღუდვები, თუმცა ამ სეზონზე აქტუალური ე.წ. momjeans-ია, რომელიც პრაქტიკულობასთან ერთად, არასოდეს გადადის მოდიდან და წელს სეზონის ტოპ-ჯინსებშიც მოხვდა.
მოდელი, რომელიც 90-იანი წლებიდან მოდის, სახელწოდებიდან გამომდინარე, დედის გარდერობიდან გამოტანილს ჰგავს. ამ ჯინსის მეშვეობით და მაღალწელიანი სილუეტის დახმარებით ფეხები ვიზუალურად უფრო მაღალი ჩანს, რაც თქვენს სხეულს უფრო მიმზიდველს ხდის.