კოსტიუმი შორტით და შარვლით - გაზაფხული-ზაფხულის მთავარი ტრენდია.
„მარაო“ გირჩევთ, თქვენ კი ირჩევთ.
კლასიკა, როგორც ასეთი
ტანზე გამოყვანილ შარვალს იდეალურად ავსებს ოვერსაიზ-პიჯაკი. ამ სეზონზე სიამოვნებით უთხარით „დიახ“ ფერად და მკვეთრ ტანსაცმელს. ლიმონისფერი, ზურმუხტისფერი, ბამბის ნაყინივით ვარდისფერი სწორედ ის ფერებია, რომლებიც თამამად უნდა მოირგოთ. თეთრი, სადა მაისური კი იდეალურად შეავსებს კლასიკურ, საქმიან სტილს.
შარვალი გადაიქცევა...
ელეგანტურ შორტებად. კლასიკური კოსტიუმი არც ისე მოკლე შორტებთან ერთად თქვენ ყველაზე მოდურ გოგოდ გაქცევთ ნებისმიერ წვეულებაზე. მშვენივრად ერწყმის საოფისე ლუქსაც მასიურ სანდლებთან ერთად. გარდერობშიც არ იკავებს ბევრ ადგილს. მოკლედ, ყველა დადებითი მიზეზი ჩამოგითვალეთ მის შესაძენად.
კიდევ ერთი მიზეზი, განაახლოთ თქვენი გარდერობი ახალი, სასიამოვნოდ კომფორტული შტრიხებით.
წყარო:goodhouse