მზიან ამინდებთან ერთად, უკვე რუჯის პერიოდი ახლოვდება.
ჩვენი საცურაო კოსტიუმები კი განახლებას საჭიროებს, თუმცა არ ვიცით, რა მოვუხერხოთ დიდი ზომის მკერდს და ფართო თეძოებს. სწორად შერჩეული საცურაო კოსტიუმი, დამეთანხმებით, რომ უდავოდ აუცილებელია.
„მარაოს“ ამ სტატიაში გირჩევთ „გემრიელი“ ფორმების მქონე გოგონებისთვის საცურაო კოსტიუმების 10 ვარიანტს, რომელშიც ლამაზი და მოხდენილი გამოჩნდებით აუზზე თუ ზღვაზე.
ვარიანტი მათთვის, ვისაც უნდა, ორ სკამზე ერთდროულად დაჯდეს: ეს საცურაო კოსტიუმი როგორც სპორტული, ასევე საკმაოდ სექსუალურია ტანზე. წელვადი ნაჭრიდან გამომდინარე კი, ნებისმიერ წონას მოერგება.
მძაფრსიუჟეტიანი ექშენის გმირად თავს ნამდვილად ამ საცურაო კოსტიუმში იგრძნობთ. შავ-თეთრი ფერთა გამა იმდენად სწორად არის შექმნილი, რომ ვიზუალურად წვრილი, შავი, რეგულირებადი თასმა მეტ სინატიფეს მატებს თქვენს სხეულს, ხოლო წელზე დაფიქსირებული ქამარი გამოკვეთს მას და ქმნის იმის შეგრძნებას, რომ თუკი საქმე ისე არ წავა, როგორც თქვენ გინდათ, იარაღს იშიშვლებთ წამში.
მასიური და მყარი ჭიქები, „დაზბორილი“ წინა ხედი, ელასტიკური ნაჭერი - ეს მათთვის არის განკუთვნილი, ვინც ყველაფერში პრაქტიკულობას ეძებს. მყარი ღრუბლები კი ყველაზე მძიმე მკერდსაც მშვენივრად აფიქსირებს.
ვინ თქვა, რომ დაცალკევებული საცურაო კოსტიუმი curve-გოგონებისთვის საერთოდ არ არის განკუთვნილი? ლამაზი ბაფთა წინიდან და სწორი პრინტი საცვლებზე ნებისმიერი აღნაგობის გოგონას მშვენივრად მოუხდება.
ასეთი საცურაო კოსტიუმის აღება ფერის გამო მაინც ღირს. ფართო ზონრები მხრებზე, სპორტული ბიუსტჰალტერი და მაღალწელიანი საცვალი იდეალურად ზის სხეულზე.
ასეთი საცურაო კოსტიუმი დაფარავს ყველა ნაკეცს და წარმოგაჩენთ სექსუალურად.
დაწეული მხრები, მუქი ჭაობისფერი საცვალი მაღალი წელით, დიდი ფორმების გოგონებს უდავოდ უხდება.
ამ კომპლექტში თავი პლაჟის დედოფლად შეგიძლიათ იგრძნოთ. არშიებით გაწყობილი ყვავილებიანი პრინტის ბიუსტჰალტერი და მაღალწელიანი საცვალი ძალიან მოგიხდებათ.
ვერტიკალური ზოლები სილუეტს უფრო მაღალს წარმოაჩენს. ასე რომ, თამამად მოირგეთ ეს სტილი, ხოლო ქამარი წელს უფრო მეტად გამოკვეთს და რაც მთავარია, საკმაოდ კომფორტულია.
ნეონი წლის ახალი ტრენდია, რომელიც გარუჯულ სხეულზე ფანტასტიკურად გამოიყურება. ასეთი ფორმის საცურაო კოსტიუმი კი დაფარავს თქვენი სხეულის ნაკლოვანებებს და ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ.
წყარო:goodhouse