მეფის და ქეთათოს გოგონა პატარაობიდანვე ულამაზესი იყო.
თუ არ გახსოვთ მისი პატარაობა, ფოტოები შეგიძლიათ ახლა იხილოთ.
როგორც აღნიშნავენ, ნანას მამის ნაკვთები და დედის იერი აქვს, თუმცა, როგორც ხედავთ, ის უკვე აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, ყველასგან გამორჩეული პერსონაა.
2015 წელს პროექტ „ნიჭიერის“ სცენაზე დაგვიმტკიცა, რომ ცეკვა არაჩვეულებრივად გამოსდის.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ნანა ახლა იმაზე მშვენიერია, ვიდრე ოდესმე.
მასში ადამიანების მიმართ უდიდესი სიყვარულია. ერთ-ერთ ინტერვიუში, 2015 წელს ჰკითხეს, რას ეტყოდა იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს და პირადად არ იცნობს.
გოგონამ განაცხადა: „იყავით ბედნიერები, გაერთეთ, ისწავლეთ, წაიკითხეთ წიგნები და ეცადეთ, ყველა გიყვარდეთ“.
მშობლების ჩრდილქვეშ ცხოვრება მისთვის პრიორიტეტული სულაც არაა და რაც დრო გადის, იმას ამტკიცებს, რომ შეუძლია ბევრი ნიუანსით გამოირჩეოდეს.
მის ასაკში გოგონებს შეიძლება ბარბები აღარც ხიბლავდეთ, თუმცა ნანა ასე არ ფიქრობს. თუ მისი ფოტოებით ვიმსჯელებთ, ბარბი მისთვის მხოლოდ თოჯინა და საბავშვო გასართობი კი არა, ხელოვნების ნიმუშია.
მხატვრულ ფოტოებს თავისი ვიზუალით ამშვენებს და კომპლიმენტების წვიმასაც ხშირად იმსახურებს.
ნანა „ინსტაგრამზე“ აქტიურია და 4 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი გამორჩეული სილამაზე ადამიანებს შეუმჩნეველი ნამდვილად არ რჩებათ.
იცვამს თავისუფლად და გემოვნებით, ისე, როგორც მისი ასაკის გოგოს შეეფერება. თუმცა, ალბათ, შენიშნავდით, რომ თავისებური გემოვნება აქვს და ახერხებს, რომ ყველა სტილის სამოსი მოიხდინოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან უყვარს საინტერესო გამოფენებზე სიარული, სადაც ხშირად დედასთან და ბაბუასთან ერთადაც დადის.