ოვერსაიზი-პერანგი კარგად გამოიყურება კლასიკურ შარვალთანაც და ჯინსთანაც.
კლასიკური თეთრი პერანგი საბაზისო გარდერობის მთავარი ელემენტია. სეირნობის დროს შეგიძლიათ ღია ფერის ჯინსთან ჩაიცვათ. სამსახურში ვიწრო შარვალთან, ფეხსაცმლიდან კი "ნავები" მოუხდება.
შავი ფერის დიდი ზომის პერანგი "დაუმეგობრდება" მუქი ფერის "სკინის". მათ მოუხდებათ უხეში ბათინკი, ხოლო მკვეთრი ფერის ჩანთა იდეალურად დაასრულებს ლუქს.
ღია ლიმონისფერი პერანგი ჯინსის შორტთან და პლატფორმიან საზაფხულო ფეხსაცმელთან ერთად ჩაიცვით.
ზოლიანი პერანგი ვიწრო ჯინსთან უნდა ჩაიცვათ. ის სილუეტს კიდევ უფრო "გაწელავს". ამგვარად, ასე გამოწყობილი გამხდარი და მაღალი გამოჩნდებით.
კუბოკრული, პასტელის ფერის პერანგი მეოცნებე და რომანტიკულ ნატურებს მოეწონებათ. თუ გსურთ, გარშემო მყოფებმა კომპლიმენტებით აგავსონ, ჩაიცვით რერტო-ჯინსთან და "კაზაჩოკებთნ" ერთად.
ასეთი - მსხვილი კუბოკრული, შავ-თეთრი პერანგი ჯინსის ან საგაზაფხულო ქურთუკს შეგიცვლით. მოუხდება შავი, დახეული "სკინი". მომდგარი ტოპი და მასიური, უხეში ბათინკი. სხვათა შორის, ეფექტურად გამოიყურება 1-2 ზომით დიდი პერანგი.
წყარო: cosmopolitan