თუკი ფერების მოყვარული ხარ, მაგრამ საკუთარ თავზე დიდად არ მოგწონს,
ან ვერ იხდენ, მაშინ ამ სეზონზე თამამად შეგიძლია მოირგო შენს საქმიან თუ მუქი ფერის ტანისამოსზე მკვეთრი და კაშკაშა ჩანთები.
„მარაომ“ შეგირჩია ისეთი ჩანთები, რომლებიც გულგრილს არ დაგტოვებს და აუცილებლად მოგანდომებს შენს გარდერობში რომელიმეს დამატებას.
- ყველასათვის ცნობილი მარკ ჯეიკობსის ქროს-ბოდი ჩანთა, მკვეთრი ლურჯით, ძალიან მოუხდება როგორც თეთრ, ასევე შავი ფერის ტანისამოსს, ამ ჩანთის უპირატესობა კი მის მოსახერხებლად ტარებაშია. ასე რომ, არც კი ღირს დასაფიქრებლად, თამამად დაამატე შენი მოდური ჩანთების რიგში და ნებისმიერ მოდურ ლუქზე მოიხდინე.
- მინიმალიზმი კელვინ კლეინის სტილში - მარტივი, გემოვნებიანი და არაფერი ზედმეტი. თუკი აფასებ კომფორტს, მაშინ ეს სტილი სწორედ საშენოა. მოკლე მსხვილი ქამრით, ტევადი ჩანთა საკმაოდ კომფორტულია სატარებლად. ყოველდღიურობას იდეალურად ავსებს და ამავდროულად, ყველაფერსაც დაატევ.
- არც რომანტიკული გოგონები დარჩათ დიზაინერებს ყურადღების გარეშე, მათთვის კი ცხოველური პრინტებით გაწყობილი მინიატურული ქლატჩია წარმოდგენილი, რომელიც ნებისმიერ საღამოს კაბას დაამშვენებს და არ დაგტოვებს ყურადღების მიღმა.
- მოყვითალო-მომწვანო ფერის ჩანთა სეზონის ფავორიტი ფერია. ასეთი აქსესუარით გოგოს შემჩნევა არც ისე რთული იქნება. იდეალურად უხდება როგორც ჯინსებს, კედებსა და თავისუფალ სტილს, აგრეთვე კარგად ავსებს "ბალეტკების", ქვედაბოლოსა და ბაფთიან ბლუზასთან ერთად წარმოდგენილ იმიჯს.
- ამ ორიგინალურ ფერთა გამის ჩანთას გვერდს ვერცერთი გოგო აუვლის, ის კატეგორიაც კი, რომელიც მოდურ ტენდენციებს არ არის აყოლილი. მკვეთრი და არაორდინარული ჩანთის მოდელი აუცილებლად უნდა იყოს შენს გარდერობში, მით უმეტეს, რომ ნებისმიერ ჩაცმის სტილს უხდება, მისი დამატებით კი შენი იმიჯი მომენტალურად საინტერესოდ და მკვეთრად გადაიქცევა.
წყარო:cosmo