კრისტი გრინი - პოპულარული ამერიკელი ბლოგერია,
რომელსაც "ინსტაგრამზე" 292 000 გამომწერი ჰყავს, სადაც ჰყვება მოდის, სილამაზისა და მოგზაურობის შესახებ. კრისტი აგრეთვე სახლის დიზაინის მოწყობაში იძლევა სასარგებლო რჩევებს. ამჟამად „ბიუთი“ ბლოგერი ორსულადაა. შესაბამისად, არც ორსულობის დროს პასიურობს და უზიარებს საზოგადოებას მოდურად ჩაცმის ძირითად პრინციპებს.
გამოკვეთეთ წელი
- წელის გამოკვეთით, უფრო მეტად გაუსვამთ ხაზს თქვენს სილუეტებს და ამ ფორმით გექნებათ საშუალება, გამოკვეთოთ მომრგვალებული ლამაზი მუცელი. ასე უფრო მეტად დაფარავთ ზედმეტ კილოგრამებს და გამოაჩენთ წელს, რაც შედეგად ვიზუალურად უფრო წვრილი წელის ასოციაციას შექმნის.
ყურადღება გაამახვილეთ დეკოლტეზე
- დეკოლტეს გამოკვეთით ვიზუალურად უფრო გამხდარი გამოჩნდებით და მოდურად იქნებით ნებისმიერ საღამოზე, ამ ფორმით კი მომატებულ წონას საკმაოდ ეფექტურად დამალავთ.
მეტი პრინტები
- არ დაგავიწყდეს პრინტებიანი ტანისამოსი. ეს არა მარტო მოდურია, არამედ ძალიან უხდებათ ორსულებს. პრინტში შეზღუდვებიც არ გაქვს. ამჟამად მოდაში ცხოველური პრინტებია და თამამად დაამატე შენს გარდერობში.
ნუ შეუშინდები მინის
- მინი-კაბები თუ ქვედაბოლოები ვიზუალურად უფრო მაღალს გამოგაჩენს. ასე რომ, ნუ შეუშინდები და მოიხდინე ნებისმიერი თანამედროვე მინი-ტანისამოსი.
წყარო:peopletalk