ხშირად გამჭვირვალე ზედების თუ კაბების ჩაცმის სურვილიც გვიჩნდება, თუმცა ვაწყდებით პრობლემას, როგორიცაა თეთრეულის შერჩევა მოდური ლუქისთვის.
„მარაომ“ ნიკოლ კიდმანის მოდური ჩაცმის სტილიდან თქვენთვის მოაგროვა სასარგებლო რჩევები, თუ როგორ შევარჩიოთ თეთრეული გამჭვირვალე ტანისამოსისთვის.
- საკმაოდ სწორი სვლა არის კაბის შესაბამისი ფერის ბიუსტჰალტერის შერჩევა. ასე უფრო ორგანულად გამოიყურება და კაბის ნაწილს შეადგენს ის. შესაბამისად, ყურადღების ცენტრშიც არ მოექცევით, თუმცა ზოგჯერ იმავე ფერის შერჩევა საკმაოდ რთულად მოსაძებნი პროცესია.
- იმისათვის, რომ ბიუსტჰალტერის ბრეტელებმა არ მიიქციოს ყურადღება, შეაჩერეთ არჩევანი სქელი ზომის ბრეტელზე, რაც კაბის ნაკერებს დაემთხვევა და ლამაზად გამოჩნდება.
- თუკი ტანზე გამოყვანილი გამჭვირვალე ზედების ან კაბების ჩაცმა გადაწყვიტეთ, არჩევანი შეაჩერეთ ბოდეზე, რომელსაც არ ექნება ზედმეტი მაქმანები და არშიები. ასე უფრო ერთ მთელ ლუქს შექმნით.
- გამჭვირვალე კოქტეილის კაბების შიგნით კანის ფერის ბიუსტჰალტერი ჩაიცვით, რომელსაც გამჭვირვალე ბრეტელები შეგიძლიათ მოარგოთ, ან სულაც ბრეტელის გარეშე გამოიყენოთ.
- ტოპების ქვეშ, რომლებიც ძალიან ლანდავს, შეგიძლიათ წვრილ ბრეტელზე მაისური ჩაიცვათ, რაც ნამდვილად არ მიიქცევს გარშემომყოფების ყურადღებას და არ წარმოგაჩენთ ვულგარულად.
- მაგრამ ზოგჯერ შეგიძლიათ სწორედ გამჭვირვალობაზე გაამახვილოთ ყურადღება, ამისათვის კი კანის ფერის ბოდე ან ბიუსტჰალტერი ჩაიცვით, რომელიც საგონებელში ჩააგდებს გარშემომყოფებს. ეს ნამდვილად კაბის შიდა სარჩულია თუ მართლა გამჭვირვალე გაცვიათ და არ გეტყობათ თეთრეული?
წყარო:goodhouse