დიახ, რატომაც არა, რომ დიასახლისსაც ეცვას მოდურად და ამავდროულად თავს კომფორტულად გრძნობდეს.
21-ე საუკუნის დიასახლისი სულაც არ ნიშნავს მუდმივად გაწეწილი თმით მოსიარულე ქალს, რომელიც საჭმლის მომზადების დროს საინტერესოდ და მიმზიდველად არ გამოიყურება.
ჩვენ მოვნახეთ რამდენიმე ოპტიმალური და მოსახერხებელი ვარიანტი, რომელიც სახლში მოფუსფუსე მშვენიერ ქალბატონებს შეიძლება გამოადგეთ.
● გიპიურის თხელი დეკოლტე ზედა და კუბოკრული პერანგი. ეს ხრიკი ჩვენს მომხიბლავობას სახლის პირობებშიც გაუსვამს ხაზს. ყველაზე მთავარი კომპონენტი კი მაინც ღიმილია.
● შემდეგია ყვავილებიანი კაბა ან კაბა-ხალათი, რომელიც მსგავსი ფერის წინსაფართან ერთად მსუბუქი და სასიამოვნო სანახავია.
● თეთრი დეკოლტე ზედა, რომელიც ნახატებით და დეტალებით სულაც არაა გაფორმებული. მას ყოველთვის უხდება ჯინსი და კიდევ უფრო მომხიბლავი მაშინ არის, თუ ფეხშიშველი ხართ. ეს მინიმალისტური გადაწყვეტაა, თუმცა ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კომფორტულია.
● ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თქვენს სახლში ბევრი ფერადი დეტალი იყოს. გამონაკლისი არც ხელთათმანებია. ეს თქვენს ხასიათზე დადებითად აისახება და საქმის კეთების სურვილს უფრო გაგიღვივებთ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მოდურად აღიქმება წინსაფრები ჯინსის ფაქტურით.
და მაინც ყველაზე მიმზიდველი- მხრებზე გადაწეული მაისურია, რომელსაც შეგიძლიათ მსგავსი ფერის მოკლე სპორტული სტილის შორტი შეუხამოთ.
გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ლამაზი, სასურველი და ყოვლისშემძლე.