მომღერალი თამთა გოდუაძე "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია და ახალ ფოტოებსა თუ ვიდეოებს ძალიან ხშირად აქვეყნებს.
მას გამორჩეული სტილი აქვს, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან მისი პროფესია საინტერესო ჩაცმულობას მოითხოვს. აღსანიშნავია ისიც, რომ თამთას ყოველდღიური ლუქებიც არანაკლებ მოდური და საინტერესოა.
მომღერალი ფერებთან თამაშს არ უშინდება და იდეალურად გამოიყურება. როგორც ჩანს თავის მოვლას დიდ დროს უთმობს და მისი სხეულიც მშვენიერ ფორმაშია.
ვარცხნილობაზე არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარა და ამჯერად ქერა, მოკლე თმას დაუბრუნდა. მისი გამომწერები ამ ფაქტს მიესალმებიან და პოზიტიური კომენტარების დაწერა არ ეზარებათ.
ზედატანს და ფეხსაცმელს როგორც წესი ერთმანეთს ხშირად უხამებს, რაც კარგად გამოსდის. კაბის დეტალებს და ჩანთასაც იგივე გამოსავალს უძებნის.
წელს ევროვიზიაზე თამთა სწორედ ამ ლუქით წარსდგა. მისი ჩაცმულობა ზოგმა გააკრიტიკა, ბევრმა კი პირიქით, მოიწონა.
თამთა როგორც მკვეთრ, ისე ნაზ, ღია ფერებს ანიჭებს უპირატესობას. ცდილობს, რომ მისი სამოსი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარები ყოველთვის დასამახსოვრებელი იყოს.
გადავხედოთ მომღერლის ყველაზე საინტერესო სასცენო და ყოველდღიურ ლუქებს. მოგწონთ მისი ჩაცმულობა?