საქორწილო მოდის ინდუსტრია ისევე მალე იცვლება,
როგორც მთავარი ტრენდები, რომლებსაც პოდიუმები წლიდან წლამდე გვთავაზობენ. ამიტომ პატარძლების ნახვა ფართო, გაშლილ კაბებში, „Giambattista Valli“-ს სტილში, უკვე თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან კაბები, დროთაგანმავლობაში მკაცრმა კოსტიუმებმა და შარვლებმა ჩაანაცვლა.
მათი პოვნა არც ისე რთულია, ვინაიდან ყველა ბრენდი თავისი კოლექციის წარდგენისას დიდი რაოდენობით ორეულებს გვთავაზობს. რაც მთავარია, სხვადასხვა პრინტითა და ფერთა გამით გაწყობილს, როგორიცაა ქათქათა თეთრიდან მოყოლებული, ლავანდის ან კლასიკური შავი ფერით დასრულებული.
იმისათვის, რომ არ გამოიყურებოდეთ ზედმეტად ყოველდღიურად, მოიცვით კოსტიუმი შიშველ სხეულზე, თვალისმომჭრელი ქუსლიანი ფეხსაცმელებით „By Far“-ის სტილში თუნდაც, ან ჩაიცვით შიგნიდან ბოდე, რომელიც კრისტალებით იქნება გაწყობილი, როგორც ბრენდ „Zadig & Voltaire“-ს აქვს.
საქორწილო მსუბუქი თავსაბურავის (ფატების) ნაცვლად შეგიძლიათ მასიური "აბადოკები" მოირგოთ ან ფართო შლაპები, როგორსაც მოდის ჩვენებებზე „Alberta Ferretti“ გვთავაზობს.
„მარაომ“ შეგირჩიათ ყველაზე ლამაზი და მოდური კოსტიუმები, რომელთაგან კაბების ჩანაცვლება მარტივად შესაძლებელია.
წყარო:elle