ყველა დროის სუპერმოდელმა ნაომიმ
გაზაფხულის მიწურულს გადაწყვიტა შვებულების იტალიაში გატარება. „შავი პანტერა“ პაპარაცებმა რომის ქუჩებში მოსეირნე შენიშნეს.
არაფორმალური სეირნობისთვის ისტორიულ ლოკაციებზე, 90-იანების სუპერმოდელმა გრძელი კაბა შეარჩია, რომელიც ფერადი პრინტებით იყო გაწყობილი, ხოლო ფეხზე „Nike“-ის ბრენდის ბოტასები მოირგო. მწვანე უცნაური ფორმის ჩანთამ და მზის სათვალემ მისი მოდური ლუქი იდეალურად შეავსო.
მოდის ერთ-ერთმა მთავარმა მიმდევარმა ნაომი კემპბელმა ხაზი გაუსვა წლევანდელი ზაფხულის ტენდენციას, რომელიც გეომეტრიული ფიგურების ჩანთებს, სხვადასხვა პრინტს და მკვეთრ ფერებზე არჩევანის შეჩერებას გვირჩევს.
თქვენ კი უკვე თამამად შეგიძლიათ გაემართოთ საშოპინგოდ და თქვენი მოდური გარდერობი განაახლოთ ლამაზი შენაძენებით.
წყარო:elle