სუპერმოდელის მოდური გაკვეთილები არც ამჯერად გვაოცებს.
ახალი „ანგელოზი“ კონტრაქტის გაფორმებისთანავე მეგა-პოპულარული გახდა. ელსას იმიჯის შემხედვარე, მზისგან დამცავი სათვალის მორგება მოგინდებათ, იმდენად ანათებს მისი ნეონის მაისური.
ფლუორესცენტრული „ტრენდი“ გარდერობის საბაზისო ატრიბუტს წარმოადგენს. ამიტომ მის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელი იქნება.
მჟავე ლიმონის, ნეონის ფერის მაისურის მორგება შეგიძლიათ ხაკისფერ ჯინსებთან და „Converse“-ის კედებთან, როგორც „Victoria’s Secret“-ის მოდელმა ელსამ მოირგო, თუმცა თამამად შეგიძლიათ ჩაიცვათ ქვედაბოლოსთან ერთადაც, მსხვილძირიან, პლატფორმების მქონე გახსნილ ფეხსაცმელზე - იმის მიხედვით, თუ საით გაქვთ საღამოს გასატარებლად გეზი აღებული.
წყარო:elle