საცვლების ხაზი ემილი რატაკოვსკისგან (ფოტო) - Marao

საცვლების ხაზი ემილი რატაკოვსკისგან (ფოტო)

2019-06-01 12:18:33+04:00

Inamorata – ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც ემილი რატაკოვსკიმ 2017 წელს გამოუშვა.

ყველაფერი საცურაო კოსტიუმების კოლექციით დაიწყო. მოგვიანებით დაემატა სხვა ხაზებიც - საცვლები, კროპ-ტოპები, პიჟამოები.

მაქმანები, ღრმა ჭრილი და რაღა თქმა უნდა, თავად ემილი, ყველაზე მომგებიანი რაკურსებით - ყოველი კოლექცია ძალიან "ცხელი" იყო.

გუშინ, მოდელმა "ინსტაგრამზე" ახალი კოლექცია დააანონსა, რომელიც წინებთან შედარებით, საკმაოდ მოკრძალებულია.