Inamorata – ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც ემილი რატაკოვსკიმ 2017 წელს გამოუშვა.
ყველაფერი საცურაო კოსტიუმების კოლექციით დაიწყო. მოგვიანებით დაემატა სხვა ხაზებიც - საცვლები, კროპ-ტოპები, პიჟამოები.
მაქმანები, ღრმა ჭრილი და რაღა თქმა უნდა, თავად ემილი, ყველაზე მომგებიანი რაკურსებით - ყოველი კოლექცია ძალიან "ცხელი" იყო.
გუშინ, მოდელმა "ინსტაგრამზე" ახალი კოლექცია დააანონსა, რომელიც წინებთან შედარებით, საკმაოდ მოკრძალებულია.