საზაფხულო გარდერობი ტილოს პერანგით, დუტის სანდლებით, ბიჭური შორტებით, პანამითა და „ბაგეტის“ ფორმის ჩანთებით - Marao

საზაფხულო გარდერობი ტილოს პერანგით, დუტის სანდლებით, ბიჭური შორტებით, პანამითა და „ბაგეტის“ ფორმის ჩანთებით

2019-06-03 13:52:56+04:00

არაორდინარული, თუმცა სატარებლად კომფორტული ზაფხულის აქსესუარები წლევანდელი ცხელი სეზონის იდეალური შერწყმაა.

„მარაომ“ ყველაზე აქტუალური ფეხსაცმლის, ქუდის, პერანგის, ჩანთისა და შორტის საუკეთესო ვარიაციები ამოარჩია თქვენთვის. თვალი გადაავლეთ და იპოვეთ შესაფერისი ვარიანტი.

The VivaLuxury | All About Accessories :: Dior Saddle Bag

ჩალის შლაპების იდეალური ჩანაცვლება პანამებით

  • სამსახურში, საზაფხულო ფესტივალებზე, კოსტიუმთან და ლამაზ კაბებთან - პანამა ქუდების მორგება ნებისმიერ ლუქთან არის შესაძლებელი. თუკი ამაში ეჭვი გეპარებათ, შეგახსენებთ, რომ „კემპი“ წლის მთავარი მოდური ტენდენციაა. საზაფხულო კოლექციაში პანამების ფართო არჩევანია: ნაქსოვი ან თასმით, როგორც მეთევზეებს აქვთ. თუკი ჩალის შლაპები მაინც თქვენი ფავორიტია, შეგიძლიათ დაწნულ პანამებს მიანიჭოთ უპირატესობა. ასე მუდამ მოდური და ყურადღების ცენტრში იქნებით.

Helen Kaminski Provence 12 Raffia Straw HatRL Magazine: Golden Age of Travel. Historian and author Nicholas Foulkes looks back to the most lavish of trains to have traveled through Europe.Just Cavalli

ბამბის პერანგები ჩაანაცვლეთ ტილოს ვარიანტებით

  • ეს ნაცნობი შეგრძნებაა: ოფისში მუშაობა უფრო და უფრო აუტანელია, როდესაც ქალაქი 30 გრადუს სიცხეშია გახვეული. სიტუაციის „გაგრილება“ მსხვერპლის, წუწუნისა და უხასიათობის გარეშე შესაძლებელია ტილოს ვარიანტის დრეს-კოდის ჩანაცვლებით. მსუბუქი, ჰაეროვანი და ისეთი ტანსაცმელი, რომელიც სხეულს „სუნთქვის“ საშუალებას აძლევს, მშვენივრად შეგიქმნით კომფორტს სამუშაო გარემოშიც კი. მოდური ტენდენციები მუდმივად იცვლება, თუმცა ტილოს პერანგები ცხელ პერიოდში შეუცვლელია მუდამ. თუკი თქვენი იდეალური ვარიანტი ვერ შეარჩიეთ, გადაათვალიერეთ „Uniqlo“, „Massimo Dutti“-ს საზაფხულო კოლექციები.

near. nippon 2018 S/S 004AYR The Burst Linen Shirt | SHOPBOPPoplin Relaxed Crop | Talbots - SB May 2018Rag & Bone Austin Shirt

მოკლე შორტები ჩაანაცვლეთ მუხლებამდე შორტებით

  • მიკროტრენდული ელემენტებით გაჯერებული „Prada“-ს ჩვენება გაზაფხული-ზაფხული 2019 წლის მთავარი მომენტი იყო. შოუზე მოდელებმა მუხლებამდე შორტებით გაიარეს, ე.წ. boy shorts - ბიჭური შორტებით. უხდება ქუჩის მოდას, ასევე საოფისე დრეს-კოდსაც არ ეწინააღმდეგება. შესაბამისად, გრილადაც იქნებით და მოდასაც არ ჩამორჩებით ასეთ შორტებში სიარულით. მოირგეთ კედებთან ან სანდლებთან ერთად.

trend-alert-primavera-verão-2019-conjuntinhos (3)9 maneiras sexy de usar bermudasCasual Friday: Tasseledlove (among other things) the shoes

მიკროჩანთების ჩანაცვლება „ბაგეტის“ ფორმის ჩანთებით

  • „Jacquemus“ პაწაწინა ჩანთები ლამაზია, მაგრამ სრულიად გამოუსადეგარი, მასში ტელეფონსაც ვერ ჩაატევთ. მის ნაცვლად მეგაჰიტურ საზაფხულო ჩანთების კოლექციიდან ბაგეტის ფორმის ჩანთები შეგიძლიათ ატაროთ, რომლის პოვნას დედების ახალგაზრდობის დროინდელ მოდურ გარდერობებში შეძლებთ. უხდება სანდლებს, კედებსა და ბრტყელ ძირზე ფეხსაცმელებს.

@fendi 🥖 #FendiBaguette | AnzeigeI AM THAT on Instagram: “90s Prada tessuto sport mini bag ⚪️ SOLD”If there was just one word to describe the Dior Saddle Bag, it would be “iconic.” I could not be more excited that Dior decided to give the people what they wanted – a relaunch. Introduced by John Galliano in 1999, the saddle bag was soon to become the ‘It’ bag in the early 2000s {how was … read onDior, la Saddle Bag imperversa tra le influencer #replicahandbags

ჩვეულებრივი სანდლების ნაცვლად უჩვეულო - დუტის სანდლებით იარეთ

  • თუკი ნეიტრალურ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას, თქვენს საზაფხულო გარდერობში დუტის სანდლები უნდა გქონდეთ აუცილებლად. ასეთი ფეხსაცმელი კი თქვენი იმიჯის განსხვავებულობას გაუსვამს ხაზს.

Image result for дутые сандалий

წყარო:elle