არაორდინარული, თუმცა სატარებლად კომფორტული ზაფხულის აქსესუარები წლევანდელი ცხელი სეზონის იდეალური შერწყმაა.
„მარაომ“ ყველაზე აქტუალური ფეხსაცმლის, ქუდის, პერანგის, ჩანთისა და შორტის საუკეთესო ვარიაციები ამოარჩია თქვენთვის. თვალი გადაავლეთ და იპოვეთ შესაფერისი ვარიანტი.
ჩალის შლაპების იდეალური ჩანაცვლება პანამებით
- სამსახურში, საზაფხულო ფესტივალებზე, კოსტიუმთან და ლამაზ კაბებთან - პანამა ქუდების მორგება ნებისმიერ ლუქთან არის შესაძლებელი. თუკი ამაში ეჭვი გეპარებათ, შეგახსენებთ, რომ „კემპი“ წლის მთავარი მოდური ტენდენციაა. საზაფხულო კოლექციაში პანამების ფართო არჩევანია: ნაქსოვი ან თასმით, როგორც მეთევზეებს აქვთ. თუკი ჩალის შლაპები მაინც თქვენი ფავორიტია, შეგიძლიათ დაწნულ პანამებს მიანიჭოთ უპირატესობა. ასე მუდამ მოდური და ყურადღების ცენტრში იქნებით.
ბამბის პერანგები ჩაანაცვლეთ ტილოს ვარიანტებით
- ეს ნაცნობი შეგრძნებაა: ოფისში მუშაობა უფრო და უფრო აუტანელია, როდესაც ქალაქი 30 გრადუს სიცხეშია გახვეული. სიტუაციის „გაგრილება“ მსხვერპლის, წუწუნისა და უხასიათობის გარეშე შესაძლებელია ტილოს ვარიანტის დრეს-კოდის ჩანაცვლებით. მსუბუქი, ჰაეროვანი და ისეთი ტანსაცმელი, რომელიც სხეულს „სუნთქვის“ საშუალებას აძლევს, მშვენივრად შეგიქმნით კომფორტს სამუშაო გარემოშიც კი. მოდური ტენდენციები მუდმივად იცვლება, თუმცა ტილოს პერანგები ცხელ პერიოდში შეუცვლელია მუდამ. თუკი თქვენი იდეალური ვარიანტი ვერ შეარჩიეთ, გადაათვალიერეთ „Uniqlo“, „Massimo Dutti“-ს საზაფხულო კოლექციები.
მოკლე შორტები ჩაანაცვლეთ მუხლებამდე შორტებით
- მიკროტრენდული ელემენტებით გაჯერებული „Prada“-ს ჩვენება გაზაფხული-ზაფხული 2019 წლის მთავარი მომენტი იყო. შოუზე მოდელებმა მუხლებამდე შორტებით გაიარეს, ე.წ. boy shorts - ბიჭური შორტებით. უხდება ქუჩის მოდას, ასევე საოფისე დრეს-კოდსაც არ ეწინააღმდეგება. შესაბამისად, გრილადაც იქნებით და მოდასაც არ ჩამორჩებით ასეთ შორტებში სიარულით. მოირგეთ კედებთან ან სანდლებთან ერთად.
მიკროჩანთების ჩანაცვლება „ბაგეტის“ ფორმის ჩანთებით
- „Jacquemus“ პაწაწინა ჩანთები ლამაზია, მაგრამ სრულიად გამოუსადეგარი, მასში ტელეფონსაც ვერ ჩაატევთ. მის ნაცვლად მეგაჰიტურ საზაფხულო ჩანთების კოლექციიდან ბაგეტის ფორმის ჩანთები შეგიძლიათ ატაროთ, რომლის პოვნას დედების ახალგაზრდობის დროინდელ მოდურ გარდერობებში შეძლებთ. უხდება სანდლებს, კედებსა და ბრტყელ ძირზე ფეხსაცმელებს.
ჩვეულებრივი სანდლების ნაცვლად უჩვეულო - დუტის სანდლებით იარეთ
- თუკი ნეიტრალურ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას, თქვენს საზაფხულო გარდერობში დუტის სანდლები უნდა გქონდეთ აუცილებლად. ასეთი ფეხსაცმელი კი თქვენი იმიჯის განსხვავებულობას გაუსვამს ხაზს.
წყარო:elle