ნუკი კოშკელიშვილის და- ბუბუ, იგივე ელენე კოშკელიშვილი "ინსტაგრამზე" ძალიან აქტიურობს.
მას თავისი გამორჩეული სტილი აქვს და საკმაოდ ბევრი გამომწერიც ჰყავს. ნუკის უმცროს დას ცოტა ხნის წინ დაბადების დღე ჰქონდა და 16 წელი შეუსრულდა.
გოგონა ლამაზი აქსესუარების მოყვარულიც არის. ხშირად ატარებს ორიგინალურ, ფერადმინიან სათვალეებს და ამ სეზონზე ყველაზე ტრენდულ, მოწნულ ქუდსა და ჩანთებზე შეაჩერა არჩევანი.
ამგვარი თმის სამაგრები და ტუჩსაცხი ამ სეზონზე საკმაოდ აქტუალურია. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ზაფხულს ფერადი ტონები ძალიან უხდება. ასევე აქტუალურია დიდი ზომის ბეჭდები, რომლებიც თმის სამაგრებს შეგვიძლია შევუხამოთ.
ელენე როგორც ფერადი, ისე მუქი სამოსის მოყვარულია, რაც მის ფოტოებში ნათლად ჩანს.
ამჟამად გოგონა icemodelmanagement-ის მოდელია და ცხადია ჩვენებებშიც იღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, სარეკლამო შემოთავაზებებიც მიიღო და ფაქტია, რომ მისი წარმატებული სამოდელო კარიერა სწორედ ახლა იწყება.