მზიანი დღეების, რუჯის, თავგადასავლების და საინტერესო მოგზაურობის დროა.
ეს ყველაფერი კი საცურაო კოსტიუმის გარეშე წარმოუდგენლად ჟღერს. როგორ შევარჩიოთ სწორად და როგორი სტილია მოდაში ამჯერად? გამოგვყევით და ამას აუცილებლად გაიგებთ.
წელს ყვავილებიანი საცურაო კოსტიუმები და რეტრო სტილი წინა პლანზეა. არ უნდა დაგვავიწყდეს მაღალწელიანი ქვედატანიც. ის იმ შემთხვევაშია იდეალური, თუ ფორმების გამოკვეთის არ გეშინიათ. ამასთან, ვიზუალურად საკმაოდ ამაღლებს.
აქტუალურია ტოპის მსგავსი ზედატანებიც, რომლებიც 2019 წლის ტრენდია.
დეტალები მნიშვნელოვანია. ზოლებით და ხაზებით გაფორმებული საცურაო კოსტიუმები გაცილებით ორიგინალურს და საინტერესოს წარმოგვაჩენს.
მკვეთრი, პასტელური ფერები - რუჯს უფრო ლამაზს წარმოაჩენს. მსგავსი სტილის საცურაო კოსტიუმები, შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონის სიახლეცაა.
მათთვის ვისაც "Plus Size" სამოსი სჭირდება, ასეთი სტილის საცურაო კოსტიუმებია რეკომენდებული. მაღალწელიანი ქვედატანი მალავს გამოწეულ მუცელს, ხოლო შავ-თეთრი ფერის ამგვარი კომბინაცია გაცილებით გამხდარს წარმოგაჩენთ.
იხილეთ სხვა ტრენდული ვარიანტებიც: