დროთა განმავლობაში საქორწილო თაიგულის მნიშვნელობა თანდათან შეიცვალა.
თავდაპირველად, ეს იყო თაიგული ბალახისა და მინდვრის მცენარეებისგან, რაც გადმოცემის თანახმად, ავ სულებს განდევნიდა ქორწილიდან, ხოლო მოგვიანებით დამკვიდრდა რწმენა, რომ თაიგული პატარძლის უბიწოებისა და სისპეტაკის ნიშანს წარმოადგენდა.

დღესდღეისობით საქორწილო თაიგულებს არჩევენ ფერის და ყვავილების სილამაზის მიხედვით და რაც მთავარია, ის სულაც არ ატარებს იმ სიმბოლურ დატვირთვას, როგორც უწინ.

„მარაო“-მ თქვენთვის საქორწილო თაიგულის მთავარ ტენდენციებს მოუყარა თავი.

რამდენიმე ფორმა და ტექსტურა
- მრავალიარუსიანი თაიგულები კვლავ მოდაში დაბრუნდა, რაც მთავარია დაემატა ყვავილების უჩვეულო კომბინაციები. შეეცადეთ შეუსაბამოთ პიონები, ასტრაცია, ჰორტენზია და ვარდები სხვადასხვა ფორმის და ფერის ყვავილებს. თუკი თამამი ფორმები გიყვართ, სცადეთ თეთრი ანტირინუმები მწვანე ქრიზანთემებით.

სისპეტაკე და სისადავე
- არის პატარძლების ისეთი კატეგორია, რომელსაც ხიბლავს ყველაზე უბრალო საქორწილო თაიგულები და მოდური ტენდენციის მსგავსად სადა თეთრი ყვავილები, დაწნული ტარით და კლასიკური თეთრი ვარდებით, მაგრამ ქაღალდისფერი თეთრი სუფთა და „უმანკო“ ალტერნატივაა სასიამოვნო არომატებთან კონტრასტში.


დაწნული თაიგულები
- წელს განსაკუთრებით აქტუალურია ხელით დაწნული თაიგულები, რითაც პატარძლები თაიგულს ბევრად ბუნებრივ ვიზუალს ანიჭებენ. თაიგული შესაძლოა დაწნული იყოს ლენტების, ან წულის მეშვეობით, ხოლო დაბოლოების დამაგრება ძველებური ბროშის მეშვეობით არის შესაძლებელი, ან მარტივად სადა ღილებით. ხოლო მეტი ფორმალობისთვის თაიგულის ტარი შეიძლება სრულად ლენტით შეფუთოთ.

ყვავილების ელემენტების გარეშე
- თაიგულში კენკრის, ბალახის და ხილის ტოტების ჩანაცვლება მოდურ ვარიანტად ითვლება, ვიზუალური ეფექტის გასალამაზებლად, შეგიძლიათ ყვავილებიან თაიგულში რამდენიმე ტოტი კენკრა ჩასვათ, რაც სასიამოვნოდ არომატულ სურნელს დატოვებს გზად.


დაუმატეთ სიბრჭვიალე
- უკვე ვახსენეთ ანტიკვარული ბროშის თაიგულზე დამაგრების მეთოდი, თუმცა სხვადასხვა სახის აქსესუარიც მშვენივრად შეგიძლიათ შეუსაბამოთ. სარჭები მინის გამჭვირვალე თავით - იდეალურად დაამშვენებს თქვენს საქორწილო თაიგულს და ყვავილებს მეტ სიბრჭყვიალეს მიანიჭებს. თამამად გამოიყენეთ მარგალიტები, მძივები, ამ ფორმით თქვენი თაიგული ქორწილის დღეს გლამურული და კაშკაშა იქნება.


პოპულარული პასტელის ფერები
- პასტელური ფერები უწინდებურად მოთხოვნადია პატარძლებში, ამ სეზონზე მომწვანო-ზეთისხილისფერი ფოთლები განსაკუთრებით მოუხდება ბაც ვარდისფერ ყვავილებს, ღია ყავისფერსა და იასამნისფერ ყვავილებს, რაც „თავდაჭერილ“ სილამაზეს მიანიჭებს თქვენს თაიგულს.

ერთი ფერთა გამა
- საქორწილო თაიგულებისთვის, რომელიც ნამდვილად ახდენს გავლენას პატარძლის განწყობაზე, „ძლიერ“ ფერებად ითვლება წითელი, კაშკაშა ვარდისფერი ან მუქი იისფერი, ძალიან ლამაზად გამოჩნდება თეთრი ან სპილოსძვლისფერი კაბის ფონზე. შეარჩიეთ მარტივი ხელით დაწნული თაიგული, ერთი ტიპის ყვავილები, მაგალითად ვარდი - გრან პრი, ფრეზია, ლიზიანტუსები ან მზესუმზირები.
