ამალ ქლუნი - აღიარებულია მოდის მიმდევარ ქალბატონად.
ის ყოველთვის გამოიყურება თვალისმომჭრელად ნებისმიერ საღამოსა თუ წვეულებაზე და ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში თავის ცნობილ მეუღლეზე მეტად. ერთ-ერთი ელემენტი კი მისი მოდური ლუქის, არის საყურეების სწორად გამოყენება.
წესი #1: მასიური აქსესუარი უნდა იყოს ერთადერთი
- თუკი ყურადღებას შეაჩერებთ მასიურ აქსესუარზე, სხვა აქსესუარი აღარ მოირგოთ.ის უნდა იყოს ერთადერთი, ვინაიდან მისი ზომა საკმაოდ მოცულობითია. ამასთანავე, საყურეების, ყელსაბამის ერთდროულად მორგება საკმაოდ უგემოვნოდ და მოდიდან გადასულ ტონად ითვლება.
წესი #2: არ არის აუცილებელი, ტანსაცმლის ფერში იყოს
- ნათელი და კაშკაშა აქსესუარების შერჩევა სულაც არ არის აუცილებელი კაბის ფერში. შეეცადეთ, კრეატიულად მიუდგეთ: მაგალითად, საყურეები შეუხამეთ ტუჩსაცხს. ამალ ქლუნი საყურისა და აქსესუარის სინთეზს საკმაოდ ეფექტურად ახდენს.
წესი #3: ფორმა ან სიგრძე
- მასიური საყურეები შეიძლება სულაც არ იყოს გრძელი, მაგრამ სამაგიეროდ, იყოს მოცულობითი ან პირიქით: გრძელი და კაშკაშა კრისტალების ან მძივებისგან აწყობილი. მთავარია, ეს ორი მაჩვენებელი ერთდროულად არ მოირგოთ. თუკი თქვენი აქსესუარი მოცულობითიც არის და გრძელიც, საკმაოდ არაეფექტური იქნება ასეთი მძიმე საყურეების ტარება.
წესი #4: მასიური საყურეები ყოველდღიურად
- არსებობს სტერეოტიპი, რომ მასიური საყურეები უხდება საღამოს კაბებს გახსნილი მხრებით. სინამდვილეში ასეთი სტილის საყურეებს ჯინსსა და ტოპზე თქვენი საკმაოდ მოდურ ქალბატონად გადაქცევა შეუძლია.
წესი #5: საინტერესო დიზაინი
- მარგალიტებისგანაც კი შეიძლება არაორდინარული, ლამაზი საყურეების შექმნა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ფორმებში არ შეიზღუდოთ თავი და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ეთნიკური თუ ავანგარდულის სინთეზი. თამამად მოირგეთ გეომეტრიული ფიგურები. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო საინტერესოა დიზაინი, უფრო გამორჩეული იქნება თქვენი ვიზუალიც.
წყარო