კულინარიული გადაცემა „მასტერშეფი“ ტელეეკრანებზე გამოჩენის დღიდან საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მისი ერთ-ერთი წამყვანი კი საკმაოდ ნიჭიერი და წარმატებული შეფ-მზარეული კონსტანტინე თედელური გახლავთ.
კონსტანტინეს გვერდით ბევრისთვის კარგად ნაცნობი მსახიობი - ანა ჩირაძეა. მან თავი "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული როლით დაგვამახსოვრა. მაყურებელი იმდენად მიეჩვია ამ ყველაფერს, რომ ანას ზოგჯერ თავისი სახელის ნაცვლად ჩიკას უწოდებენ.
არსებობს ვარაუდი, რომ წყვილის ურთიერთობას საფუძვლად ეს ფაქტი დაედო: ანა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო იმავე პერიოდში, როცა კონსტანტინე გიორგი მარგველაშვილთან მუშაობდა.
კონსტანტინე მზრუნველი მამაა. პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, რომელსაც თეოდორე ჰქვია. შეფ-მზარეული "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს შვილთან გადაღებულ ფოტოებს და ეტყობა, რომ ძალიან უყვარს. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ მისი შვილიც მოწადინებულია და მზარეულის როლს პატარაობიდანვე ირგებს.
მასტერშეფის წამყვანს "ინსტაგრამზე" საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს და გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.
კონსტანტინეს განსხვავებული ჩაცმის სტილი აქვს. ცდილობს, არავის მიბაძოს და კრეატიულობა არა მხოლოდ კერძების მომზადებაში, არამედ ამ საკითხშიც გამოავლინოს.
მისი ჩაცმულობა ძალიან სადა, უბრალო და ბუნებრივია. როგორც ხედავთ, ძალიან უყვარს აქსესუარები, მათ შორის: სათვალეები, ბეჭდები და საათები.
ალბათ, ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რომ შეფის ულმობელი სახის მიღმა ასეთი პოზიტიური პიროვნება იმალება, თუმცა ფაქტი სახეზეა.