2018-2019 წლების საუკეთესო საქორწილო ვარცხნილობები (ფოტო) - Marao

2018-2019 წლების საუკეთესო საქორწილო ვარცხნილობები (ფოტო)

2019-07-31 14:05:16+04:00

თუკი შენი ზაფხული საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს
საქორწილო სამზადისში, გეტყვით, რომ ეს სტატია „მარაოს“ რედაქციამ სწორედ შენთვის მოამზადა იმისათვის, რომ გაგიმარტივოთ რაღაც გადაწყვეტილებების მიღება და გიკარნახოთ ყველაზე მოდური ტენდენციები საქორწილო თემებში.

  • ბუნებრივად დახვეულ თმებს სათავეში იმიტომ ვაყენებთ, რომ ასეთი ვარცხნილობა ნებისმიერ კაბას უხდება. შესაბამისად, თავსაბურავის მორგებასაც სასურველი სიგრძის მიხედვით მოახერხებთ.

  • ბუნებრიობა, ბუნებრიობა და კიდევ ერთხელ ბუნებრიობა! „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა სწორედ ამას მიანიჭა უპირატესობა. მსუბუქი ხვეულები და სადა საქორწილო მაკიაჟი - აი, რა არის საჭირო ქორწილში „ვაუ“ ეფექტის მისაღებად. ასეთი ვარცხნილობა ყოველთვის აქტუალურია. მთავარია, ხვეულები კარგად დააფიქსიროთ.

  • თუკი უკვე აღელდი იმის თაობაზე, რომ სასექსის ჰერცოგინიას სტილი გვერდზე მოვიტოვეთ, დამშვიდდი: მისი ვარცხნილობა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია საქორწილო მოდის სამყაროში, იმიტომ, რომ მეგანმა აირჩია აქტუალური კლასიკა, დიადემა და ბერძნული წნული მოდის ზენიტზე მყარად დგას მუდამ. ამასთანავე, ბალანსიც დაცულია: თავდაჭერილი, მორიდებული ვარცხნილობა მასიურ საქორწილო თავსაბურავთან ერთად აქსესუარითა და მასშტაბური კაბით.

  • ლაკონურობა მუდამ ტრენდულია, ყვავილები თმაში აქტუალობას არ კარგავს. მსუბუქი „კოსა“, ასიმეტრიული წინამო და დიადემა - წარმატებული საქორწილო იმიჯის გარანტიაა, რომელიც მეგანმაც გამოსცადა საკუთარ თავზე.

  • იგივე სტილი, დიადემის გარეშე, ასიმეტრია კვლავ აქტუალურია და ძალიან უხდება ქერა გოგონებს. არაფერი ზედმეტი, მხოლოდ ძეწკვი და მომცრო ზომის მარგალიტის საყურეები.

  • მასიური, მძიმე ხვეულები და ასიმეტრიული წინამო - სადღესასწაულო განწყობის ვარცხნილობაა. უხდება თამამ მინი-კაბებს, მასიურ თავსაბურავთან ერთად.

  • ულტრამოდური გოგონების ვარიანტში ასეთი ვარცხნილობა თავის სიტყვას იტყვის. უხდება სადა, თამამ კაბებსა და მასიურ ფეხსაცმელებს. შეგიძლია დაუმატო მუქი სათვალე და მასიური საყურეები.

  • დავარცხნილი თმა ბევრს არ უხდება, მაგრამ კარგი ამბავიც გვაქვს: თავისუფლად შეკრული „კოსა“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარცხნილობაა სალონებში. ეს სტილი კი პრიანკა ჩოპრამაც მოირგო საკუთარ ქორწილში.

წყარო