მეგანი სულ უფრო და უფრო აქტიურად გადაეშვა მოდის ინდუსტრიაში. ბრიტანული Vogue-ის სექტემბრის ნომერზე წარმატებული მუშაობის შემდეგ, სასექსის ჰერცოგინიამ გადაწყვიტა საკუთარი ძალების მოსინჯვა ტანსაცმლის დიზაინერად. სულ ახლახან დააანონსა კაფსულის კოლექცია, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია „Smart Works“-ის მხარდაჭერისკენ არის მიმართული. მეგანი ამ ფონდს მფარველობს უკვე ნახევარი წელიწადია.
კოლექციის შექმნაში მარკლს ეხმარებიან ბრიტანული ბრენდები და მისი ახლო მეგობარი დიზაინერი მიშა ნონუ (Misha Nonoo). სწორედ მან გააცნო მეგანი პრინც ჰარის. ტანსაცმელი გაყიდვაში წლის ბოლოდან ჩაეშვება.
„ეს არა მარტო მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავხდეთ ერთმანეთის ცხოვრების ნაწილი, არამედ იმასაც გაუსვამს ხაზს, რომ ყველა ერთ მხარეს ვართ.“ - განაცხადა მეგანმა Vogue-ის სექტემბრის ნომერში, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჩაეშვება გაყიდვაში.
ჟურნალზე მუშაობის პროცესში პრინცმა ჰარიმაც მიიღო მონაწილეობა. ის გაესაუბრა ეთოლოგ ჯეინ ჰუდოლს (Jane Goodall). მათი დიალოგი შეეხო გარემოს დაცვასა და ბუნებისადმი დამოკიდებულებას. ინტერვიუს დროს მას წამოსცდა, თუ რამდენი შვილი უნდა იყოლიოს. „ორი, მაქსიმუმ“ - აღიარა ჰერცოგმა.
წყარო