ცნობილი ქართველი ქალბატონები სხვადასხვა საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს იმ სიხშირით გვთავაზობენ, რომ მათი გემოვნების შესახებ მარტივად შეგვიძლია დასკვნის გაკეთება.
ამ ზაფხულს მთლიანი საცურაო კოსტიუმები ისევ მოდაშია. თუმცა ქართველი სელებრითების ძირითადი ნაწილი ღია საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი.
თამო ვაშალომიძე სადა, წინწკლებიან საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. თუმცა, ამ კოსტიუმზე მეტად "ინსტაგრამზე" მოწონება მისმა ზურმუხტისფერმა საცურაო კოსტიუმმა დაიმსახურა.
თეთრი ფერი იდეალურ რუჯს ყოველთვის სასწაულად გამოკვეთს. ქეთა თოფურიამ ქათქათა თეთრი საცურაო კოსტიუმი აირჩია, რომელიც მოდურია.
აქსესუარები და დეტალები- როგორც ხედავთ შორენა ბეგაშვილმა სხვადასხვა დეტალებით გაფორმებული საცურაო კოსტიუმი აირჩია. ასევე შორენა ცდილობს, რომ საზღვაო აქსესუარებიც გამოიყენოს, რაც მის ფორმებს კიდევ უფრო შესამჩნევს ხდის.
მაკა ზამბახიძე საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს, თუმცა ამჯერად გამონაკლისი დაუშვა. თბილი ფერები სეზონის ჰიტია და როგორც ხედავთ მომღერალს ძალიან უხდება.