მოდელი ანა ახვლედიანი უმშვენიერესი გოგონას - ევას დედაა. მოდელი პატარას გემოვნებიან სამოსს ურჩევს, რაც ფოტოებზეც კარგად ჩანს. ყვავილებიანი ნაზი ზედები და სარაფნები ევას გარდერობის განუყრელი ნაწილია.
უსაყვარლეს გოგონას ფერად-ფერადი ქუდებითაც ხშირად იხილავთ.
ცოტა ხნის წინ ანამ "ინსტაგრამზე" მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ დედა-შვილს თითქმის ერთნაირი კაბები აცვია. მსგავს ხერხს ბევრი მშობელი მიმართავს, თუმცა აუცილებელია, რომ სტილი სწორად შევარჩიოთ.
პოზიტიურ ევას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებმაც ძალიან შეიყვარეს და ტკბილ სიტყვებს ეუბნებიან.
როგორც ხედავთ, ბაფთები და თმის სამაგრები ყოველთვის ტანსაცმელთან შესაბამისობაში მოდის, რაც პატარას მოდელი დედიკოს დამსახურებაა.
დაბოლოს, ვიდეო განწყობისთვის...