მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდერ ვანგის საათის საიუველირო ხაზი ჯერ არ გამოსულა ბრენდისთვის Bvlgari და ამჟამად მხოლოდ თიზერებით გვასპოილერებენ ოფიციალურ "ინსტაგრამგვერდებზე", დიზაინერის დაქალი ჯიჯი ჰადიდი უკვე ყველგან გამუდმებით მენთოლისფერი ჩანთით დადის ნიუ-იორკის ქუჩებში.
მოდელი ჩანთას დახეულ ჯინსებთან და ტოპებთან ერთად ატარებს.
ასეთი კომბო ჩვენ ძალიან მოგვწონს, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მენთოლისფერ სილამაზეებს, ზაფხულის გარდა, სხვა პერიოდშიც მშვენივრად მოვირგებთ.
ეს ფერი თავის თავში აერთიანებს სიკაშკაშეს, თავდაჭერილობასა და მოდურობას.
დიზაინერებმა ექსპერიმენტებიც ჩაატარეს მენთოლისფერზე. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ მოირგოთ "მენთოლის ლიმონათი" by Far-სგან და "მსუბუქი პიტნის კუბები" JW Anderson-სგან ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ჯაჭვებით.
წყარო