ოქროსფერში გარდამავალი, ტკბილი შემოდგომაც მოვიდა.
ახლა სწორედ რომ დროა, ჩვენს გარდერობს თვალი გადავავლოთ და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ.
მხრებზე გადაწეული კაბები ყოველთვის აქტუალურია. ეს ნებისმიერი წონის ადამიანს შეეფერება, თუ სტილს სწორად შევარჩევთ.
ამგვარ კაბებს უხდება ნაზი მაქმანები და სადა ტექსტურა. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმაც მშვენივრად მოიხდინა.
ეს სამოსი კი ყვავილების მოყვარული - ნაზი ქალბატონებისთვისაა.
ვინ თქვა, რომ შემოდგომას ყვავილები არ უხდება?
თუ ამგვარ სამოსზე შევაჩერებთ არჩევანს, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ კლასიკური ფეხსაცმელი სწორად შევუხამოთ. ამ შემთხვევაში მყვირალა ფერის ფეხსაცმელი არ გამოგვადგება.
მოდელმა ლიკუნა ქორქიამ შემოდგომის პირველ დღეს ეს ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ხედავთ, საყურე, ჩანთა და მოსაცმელი ერთმანეთს ისე შეუხამა, რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული არ ყოფილიყო და ფერები დაებალანსებინა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოდელი სათვალეების მოყვარულია და ყოველთვის ცდილობს, სწორი არჩევანი გააკეთოს.
პლისეებიანი ქვედაბოლოები აქტუალობას არც ამ სეზონზე კარგავს. როგორც ხედავთ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ამჯერადაც საინტერესო ვარიანტი შემოგვთავაზა.
ჯანეტ ქერდიყოშვილის ჩაცმულობა ბევრ ადამიანს მოსწონს. ის ერთ-ერთი მისაბაძი ქალბატონია გოგონებისთვის.
მხრებზე გადაწეული ზედატანი, დიდი ზომის საყურეები და სათვალე დახვეწილი ქალბატონების სავიზიტო ბარათია...
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთ სტილს პატარა, მინიატურული ჩანთები საოცრად უხდება.
თქვენ რომელი ცნობილი ქალბატონის ჩაცმის სტილი გხიბლავთ?