"მოდა იმის აღმნიშვნელია, რაც ჩვენ გარშემო ხდება" - ამბობს Pantone-ის ფერის ინსტიტუტის დირექტორი ლეატრის ეისმანი. ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, კომპანიამ 2020 წლის 16 ყველაზე მთავარი ფერი გამოავლინა.
ცეცხლოვანი წითელი
ეს სოციუმის, მსოფლიო პოლიტიკისა და მოუსვენარი სულის ფერია. ხალხს ბალანსი სჭირდება და ამიტომაც მიისწრაფვიან ცისფერ-ლურჯი პალიტრისკენ, რათა დამშვიდდნენ, ნერვები დაიმშვიდონ. მამაცი ფერია. განსაკუთრებით, ქალებისთვის. ფემინისტები თითქოს ამბობენ: "შემომხედეთ, მე აქ ვარ". ცეცხლოვანი წითელი აირჩიეს მელანი ტრამპმა და ბრიჟიტ მაკრონმა.
მოზაიკური ლურჯი და გახუნებული დენიმი
"დღეს, გენდერული თანასწორობის ეპოქაში "ქალურ" და "კაცურ" ფერებზე აღარავინ საუბრობს. ფერების თანამედროვე კატალოგში ზოგჯერ გემოების, არომატების სახელებს უსადაგებენ“."ადამიანი ასოციაციურად წარმოიდგენს, რა არომატი ან ხმა შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ ფერს. სწორედ მაშინ ხვდება, მისია ეს ფერი თუ არა".
ლურჯი ბლეიზერი და კლასიკური ლურჯი
დარიჩინის ჩხირი (Cinnamon Stick) და ყურძნის კომპოტი (Grape Compote)
ფორთოხლის ქერქი (Orange Peel) და შაფრანი (Saffron)
შაფრანი
ღია ყვითელი გაზაფხულის და სიახლეების ფერია. მას ოპტიმისტი, ცნობისმოყვარე ადამიანები ირჩევენ. კლასიკური ლურჯი
საიმედო და ცასავით უსაზღვრო. ის სტაბილურობასა და სასიცოცხლო ძალას აღნიშნავს. ის მეგან მარკლის არჩევანია. ბისკაის მწვანე
ცივი, მოსადუნებელი და გამაგრილებელი ფერი შორეული მოგზაურებისთვისაა. ის რომანტიკულ დასვენებაზე ფიქრის საშუალებას გვაძლევს. ზეთისხილისფერი
ფიზიკური ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ფერია. მას კეიტ მიდლტონი ირჩევს, რომლისთვისაც ბუნებაში დროის გატარება და ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანია. გახუნებული დენიმი
90-იან წლებში ლურჯი ჯინსი ღია ცისფერმა დენიმმა შეცვალა. ფსიქოლოგიურად კი კომფორტსა და სიმსუბუქეს გვანიჭებს. ფორთოხლის კანი
ეს ფერი ბოლო 10 წელია მოდაშია. გახსოვთ Versace-ს კაბა, რომელიც კენდალინ ჯენერმა Met Gala-ზე წარმოადგინა? ეისმანი ამბობს, რომ ფორთოხლისფერი კიდევ რამდენიმე წელი იქნება მოდაში და მერე რამდენიმე სეზონით გაქრება. მოზაიკური ლურჯი
ისეი მიაიკე და ელი სააბი პირველი დიზაინერები არიან, რომლებმაც ეს ფერი "გააცოცხლეს". ის ვან გოგის საყვარელი ფერი იყოს - მაქსიმალურად დახვეწილი და არისტოკრატიული. მზის სხივი
რომანტიკული განწყობის პასტელური ფერია. ის Carolina Herrera-ს დიზაინერ უეს გორდონის საყვარელი ფერია. მარჯნისფერ-წითელი
პრიანკა ჩოპრა, კეიტ მიდლტონი და ელისაბედ მეორე მას ოპტიმისტურ და საყვარელ ფერს უწოდებენ. ის საოცრად ქალური და მომხიბვლელი ფერია. დარიჩინის ჩხირი
თბილი და მშვიდი ფერია. მას პრიანკა ჩოპრა ირჩევს, როცა საზოგადოებაში ან კონფერენციებზე შინაურული განწყობის შექმნა სურს. ყურძნის კომპოტი
მოეწონება მას, ვისაც ნაცრისფერი და ხორცისფერი უყვარს. ისიც მათსავით ნეიტრალურია. ადამიანს კი კრეატიულობას, სპონტანურობას მატებს. ბეღურის ბუმბული
2020 წლის კრუიზული კოლექციისთვის Proenza Schouler-ერებმა ჯეიკ მაკალოუმ და ლაზარო ერნანდესმა ეს ფერი შეარჩიეს. მათ სურთ, ბეღურის ბუმბულისეული ფერის სამოსით ადამიანებს დაცულობის, სითბოსა და სტაბილურობის განცდა შეუქმნან. ლურჯი ბლეიზერი
დრამატული ლურჯ-შავი ფერი. ადამიანს საკუთარი თავის რწმენას ანიჭებს. მას სამეფო ოჯახის წევრები ირჩევენ. ბრილიანის თეთრი
სისუფთავის, უმწიკვლობის ფერია. ვისაც უფერული ფერები მოსწონს, ბრილიანის თეთრი ზუსტად მათთვისაა. ფერფლი
ლეატრის ეისმანმა მას მეგაპოლისის ფერი უწოდა. ის დრაივისკენ, საიმედოობისა და მატერიალურობისკენ მოგვიწოდებს. ის ყოველდღიური სამოსის ფერია.წყარო: elle