სტილი

5 თამამი კაბა, რომელმაც ცნობილი ქართველი ქალების თაყვანისმცემლები აალაპარაკა

5 თამამი კაბა, რომელმაც ცნობილი ქართველი ქალების თაყვანისმცემლები აალაპარაკა
ქართველი ქალბატონები რომ სითამამეს არ უჩივიან ეს ალბათ ყველამ კარგად ვიცით.
თუმცა, ყოველთვის არსებობენ ქალები, რომლებიც განსაკუთრებულად თამამ განაცხადს აკეთებენ. მაგალითად ისეთს, როგორ კაბებსაც მათ ტანზე ახლა იხილავთ.
ვიდრე ფოტოებს შემოგთავაზებდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ პოპულარული ქალბატონები სოციალურ ქსელში მეტწილად ცდილობენ- ნაკლებად გამომწვევ კაბებში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნონ.
ცოტა ხნის წინ, მოდელმა თამო ვაშალომიძემ ახალი ფოტო შემოგვთავაზა, სადაც ნახევრად ღია, შავი კაბა აცვია.

ამ შემთხვევაში, კაბას სითამამე აბსოლუტურად სხვა დეტალმა შესძინა. თამო ვაშალომიძე მონაზვნის როლში მოგვევლინა.
ამ ნაბიჯმა მისი თაყვანისმცემლების
ნაწილი ძალიან გააღიზიანა. კომენტარები არ წყდებოდა. ფოტო სხვადასხვა გვერდებზეც გააზიარეს, სადაც გაცილებით მძიმე სიტუაცია შეიქმნა. თუმცა, დროთა განმავლობაში ფაქტია, რომ განხილვა შეწყდა.


გასულ წელს ქეთა თოფურია გამომწვევი, ლამაზი კაბით გამოგვეცხადა. მომღერალმა პოსტს კომენტარების ფუნქცია გაუთიშა. ქეთა თამამი ფოტოებით ნამდვილად ხშირად გვანებივრებს, თუმცა ბოლო დროს შედარებით დახურულ კაბებს იცვამს.

გამონაკლისი არც სალომე ჭაჭუაა. მომხიბლავი მოცეკვავე "ინსტაგრამზე" თამამ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ ბევრ ქართველ ცნობილ ქალბატონზე გამბედავია.


სალომე ჭაჭუას და გიორგი გილიგაშვილის წყვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" ადვილად დაგამახსოვრდებოდათ. ერთ-ერთი გამოსვლის დროს სალომეს ნათელი ფერის, მოშიშვლებული კაბა ეცვა, რომელმაც მაყურებლის ყურადღება მაშინვე მიიქცია. კომენტარებმაც არ დააყოვნა.

ბოლოს კი ბონუსად საცეკვაო სამოსი შემოგინახეთ. ამ ფოტოებმა და ვიდეომ მაყურებელიც და "ინსტაგრამის" მომხმარებლებიც შოკში ჩააგდო. ნახევრად შიშველი მოცეკვავის მისამართით მხოლოდ დადებითი კომენტარები დაიწერა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93