წვრილი წელი და არავითარი თავის ტკივილი აქსესუარების შერჩევისას, დიახ, ეს ქამრის მეშვეობით არის შესაძლებელი.
ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური ნივთი ოფისის სტილისთვის მოდური გოგონების არსენალში - შარვალი წვრილი ქამრით აღმოჩნდა. თუკი გადაიღალეთ ქვედაბოლოებისა და კაბების ტარებით, გსურთ ტემპერატურის გაზრდა თქვენი იმიჯით, ასეთი სტილი ნამდვილად მოგიხდებათ, ხოლო ქამარი გამოკვეთს თქვენს წვრილ წელს.
მსგავს სტილს აღმერთებდა პერნილ ტეისბექი, ხოლო ჯო ელისონი ლონდონში მოდის კვირეულზე იყო შემჩნეული მსგავს ლუქში: მან შარვალი ქამრით მოირგო ბლეიზერთან და ნახშირისფერ თავისუფალ მაისურთან.
თქვენთვის ჩვენ შევარჩიეთ სხვადასხვა სილუეტის მოდელები: ფართე შარვლით დაწყებული ძალიან ვიწრო ტოტებით დასრულებული. ყველაზე ლამაზი დიზაინით კი შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ Dries Van Noten, Burberry, Brunello Cucinelli და Proenza Schouler-ის ბრენდებით. თუკი ასეთი შარვლების შეძენას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ჩექმებზეც თამამად მოირგოთ.
წყარო