სტილი

რატი დურგლიშვილმა იმიჯში ცვლილებები შეიტანა - როგორ ეხმაურებიან მომღერალს (+ფოტო)

რატი დურგლიშვილმა იმიჯში ცვლილებები შეიტანა - როგორ ეხმაურებიან მომღერალს (+ფოტო)
მომღერალი რატი დურგლიშვილი ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობდა, თუმცა ახლა ისევ გააქტიურდა და თან ახალი იმიჯით მოგვევლინა.
ქალების გულთამპყრობელი თავს ახალი ვარცხნილობით იწონებს. კლასიკური სამოსი მას, როგორც ყოველთვის, დახვეწილ იერს სძენს. თუმცა რატი უარს არც თავისუფალ სამოსზე ამბობს, რომელიც არანაკლებ უხდება.

რატიმ განახლებული იმიჯით ფოტოები "ინსტაგრამზეც" გამოაქვეყნა, რასაც გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მომღერალი სწორედ ის ქართველი მამაკაცია, რომელიც "ინსტაგრამზე" ყველაზე მეტად აქტიურობს და კომენტარებზე პასუხის გაცემაც არ ეზარება.
აი, როგორ ეხმაურებიან რატის გამომწერები: "როგორი
შეცვლილი ხარ", "რა სიმპათიური ხარ", "საუკეთესოვ", "ნუთუ ეს რატია?"..


ფაქტია, რომ მომღერალი ჩაცმას დიდ ყურადღებას უთმობს. მისი ფოტოებიდან შენიშნავთ, რომ შემოდგომისთვის უკვე მოემზადა და სიახლეებსაც არ უშინდება. "რატი, შენი თავის დიზაინერი შენ თვითონ ხარ" - წერს ერთ-ერთი გამომწერი.



გამომწერებს შეუმჩნეველი არც საყურე დარჩენიათ, რომელიც მომღერლის ერთ-ერთ ახალ ფოტოზე დაინახეს. მისი მისამართით ყოველთვის დადებითი ემოციები იგრძნობა, რაც რატი დურგლიშვილის ნიჭისა და უშუალობის დამსახურებაცაა.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
მზია
საყურე დიდი ხანია უკეთია, რაც შეეხება ვარცხნილობას, ჯორჯ მაიკლი გამახსენდა
15:37 / 25-09-2019
გამოხმაურება / 0 /
ტატა
თურქ მსხიობს გავს
14:35 / 25-09-2019
გამოხმაურება / 1 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
e87a93