თავისუფალი, კომფორტული სვიტერი გრილი სეზონის აუცილებელი სამოსია. ჩვენ მიგანიშნებთ, რასთან ერთად უნდა ჩაიცვათ სვიტერი, რომ შემოდგომაზე მოდურად და ყველასგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ.
ქამართან ერთად
აქცენტი წელზე გადაიტანეთ. ამას გვირჩევენ Prada, Givenchy და Louis Vuitton-ი. დააკვირდით J.W. Anderson-ისა და Malìparmi-ს მოდელებს, მათ ფართო ქამრით მდიდრული სამოსი შექმნეს.
სხვა სვიტერთან ერთად
ერთ სვიტერზე შეგიძლიათ მეორე მოიგდოთ. ასეთ სტილს გვირჩევს Uterque-ი. გარდა ამისა, ახლებურად გამოჩნდება ტრიკოტაჟისა და ჯინსის დუეტი. სამწუხაროდ, ასეთ მოდელს ვერ ჩაიცვამს პუტკუნა ადამიანი, იმიჯი მას უფრო მეტად გაასუქებს.
ნახევრად ჩაცმული
გადაიცვით, ოღონდ ნახევრად, სვიტერი პერანგზე, კაბასა თუ ტოპზე. ასე წარმოადგინა მოდელები Cédric Charlier-მა.
სვიტერი-შარფი
თუ შარფი შინ დაგრჩათ, რა პრობლემაა, მოიგდეთ ყელზე სვიტერი. ასეთი აქსესუარი სხვას არავის ექნება. ასეთი იმიჯი Markus Lupfer-ის ბრენდმა შემოგვთავაზა.
კარდიგანისთვის
თუ არჩევანი ვერ გაგიკეთებიათ, თბილი სვიტერი ჩაიცვათ თუ კარდიგანი, გირჩევთ, ორივე ერთად ჩაიცვათ. ამასვე გვირჩევს Lauren Manoogian-ი.
აქსესუარით
თუ სვიტერმა თავი მოგაბეზრათ და ფიქრობთ, რით გაახალისოთ, ან ბროში გამოიყენეთ, ან ინგლისური ქინძისთავი. უბრალოდ, მოჭმუჭნეთ ქსოვილი და დაამაგრეთ.
წყარო