სტილი

შემოდგომის 4 მოდური ტენდენცია, რომელსაც მარტივად განახორციელებთ

შემოდგომის 4 მოდური ტენდენცია, რომელსაც მარტივად განახორციელებთ
აცივდა და უკვე ზამთრის სამოსზე გადავედით. სანამ საბოლოოდ დაგვიზამთრდება, 4 მოდურ ტენდენციას მივაქციოთ ყურადღება.


ტრენდული სათვალე

მზიანი დღეები უკვე იწურება, მაგრამ სათვალე, თანაც, ვინტაჟური, კატისებური ფორმის, ისევ მოდურია. სასურველია, სპილენძისფერი ჩარჩოთი ან დიდი ემბლემით იყოს. ასეთ სათვალეს მოუხდება თეთრი მაისური, კლასიკური პიჯაკი და ფართო შარვალი.

აქსესუარები ყელზე

რეტროსათვალეს ახლა ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი ირჩევენ. რაც შეეხება მეორე აქსესუარს, ის მასიური უნდა იყოს. სტილი - ქეჟუალიდან რომანტიკულამდე. მასიური სამკაულებიც 90-იანი წლებიდან გადმოვიდა. ის შეიძლება იყოს ვერცხლისფერი, ოქროსფერი,
ძვირფასი ქვებით. ასეთი სამკაული უკვე აარჩიეს რის უიზერსპუნმა, კიმ კარდაშიანმა და ვიქტორია ბექჰემმა.


მკვეთრი ფერის ჩანთა

შემოდგომას ისე არაფერი გაახალისებს, როგორც ფერადი ჩანთა. ცოცხალი, ყვითელი, მწვანე, წითელი, ნარინჯისფერი... კიდევ ერთი მოდური აქსესუარია ნაჭრის ან ნაქსოვი (მაკრამე) ჩანთა. რა თქმა უნდა, ისიც მკვეთრი ფერის.

მამაკაცის ქამარი

გამოართვით მეუღლეს. ორიგინალურ სტილს შეიქმნით, თუ სამოსზე მასიურ მამაკაცურ ქამარს გაიკეთებთ. ის რომანტიკულ აბრეშუმის კაბასაც კი მოუხდება. ერთდროულად უხეში და ნაზი სტილის გაერთიანებას შეძლებთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, მინი-კაბასა და დაბალწელიან შარვალს არ მოუხდება.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93