სტილი

8 მეთოდი, რას შევუხამოთ შავი ქვედაბოლო-ფანქარი, ცნობილების სტილისტი გვირჩევს

8 მეთოდი, რას შევუხამოთ შავი ქვედაბოლო-ფანქარი, ცნობილების სტილისტი გვირჩევს
შავი ქვედაბოლო-ფანქარი, ისევე როგორც პატარა შავი კაბა ყველა გოგონას გარდერობში მოიძებნება და შეიძლება ითქვას, რომ მათი შეუცვლელი მეგობარია.
როგორ უნდა ვატაროთ მსგავსი სტილის ქვედაბოლოები ისე, რომ მრავალფეროვნებაც შევინარჩუნოთ? ამაზე სტილისტი მარია კოტკოვა გვესაუბრება.
ზედატანის და ქვედაბოლოს ტანდემი-
შემოდგომა ჯემპრების სეზონია. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ ქვედაბოლ-ფანქარი მსგავს ზედასთან ყოველგვარი შიშის გარეშე გამოიყენოთ.
ეცადეთ, რომ ზედატანი მთლად მჭიდრო არ იყოს. ამ შემთხვევაში, სტილისტი გვეუბნება, რომ საუკეთესო ვარიანტი სამოსის კრემისფერ ფერებში გადაწყვეტა იქნება.

შეუხამეთ ბოტასებს-
როგორც წესი, მსგავს
ქვედაბოლოს ბევრი ქალბატონი ძალიან მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს უხამებს. რას იტყვით ამ ვარიანტზე, რომელიც გაცილებით კომფორტული და ყოველდღიურობის შესაბამისია? შეგიძლიათ გრძელი მოსაცმელიც მოირგოთ, რომელიც სამოსს უფრო დახვეწილ იერს შესძენს.

პერანგი მასიური ბანტით-
ჰაეროვანი ბლუზა მშვენიერი ვარიანტია. ასეთი სტილი 70-იან წლებშიც მოდაში იყო. გროტესკული დეტალები ამ სეზონის ერთ-ერთი ტრენდია. ნაზი ბლუზა მკაცრ ფანქარ-ქვედაბოლოს ძალიან მოუხდება და დააბალანსებს.ამგვარად ჩვენ ელეგანტურები ვიქნებით და ჩვენი ჩაცმულობაც მოსაწყენი არ იქნება.

მასიური, ყელიანი ზედა-
ფრთხილად შეარჩიეთ ზედის სიგრძე, რომ ტანის ლამაზად წარმოჩენის ნაცვლად, შემთხვევით უფორმო სხეული არ მივიღოთ.

ითამაშეთ ფერებით-
შავი უნივერსალური ფერია, რომელიც ყველაფერს უხდება, ამიტომ შეგიძლიათ შეარჩიოთ შავი ქვედაბოლო სხვადასხვაგვარი პრინტითა და გაფორმებებით.
გირჩევთ, რომ ფორთოხლისფერს ყურადღება მიაქციოთ, რადგან ეს ფერი ახლახან მოდის კვირეულზე წარმოადგინეს და ვარაუდობენ, რომ ამ სეზონის წამყვანი ფერი იქნება.


საინტერესოდ გაფორმებული, მასიურ სამკაულიანი ქამრები-
ვგულისხმობთ ქამრებს, რომლებიც თავისი გაფორმებით მარტივად შესამჩნევი იქნება. მაგალითად, შანელმა ამ სეზონზე ჯაჭვებიანი ქამრები შემოგვთავაზა. ასევე, შეგიძლიათ ვერსაჩეც არ უარყოთ და მის მიერ შემოთავაზებული ლომის თავის გამოსახულებიანი ქამრები ატაროთ.


სპორტული "მიქსი"- შერეული სამოსი-
თუ დღევანდელობით ვიმსჯელებთ კლასიკურ სამოსსა და სპორტულ სამოსს შორის ზღვარი ფაქტობრივად აღარ არსებობს.
ამიტომ თქვენ შეგიძლიათ თავისუფალი სტილის მოცულობითი ზედატანი შეუხამოთ ქვედაბოლო-ფანქარს. ეცადეთ, რომ ეს ყოველივე არასწორად არ შეუხამოთ. ამიტომ, გირჩევთ, რომ ჰუდი ქვედაბოლოში ნახევრად ჩაიტანოთ, ან შედარებით ნაკლებად მოცულობითი ზედა შეარჩიოთ.

მოკლე ქურთუკი და კლასიკური ქვედაბოლო-
კლასიკური ქვედაბოლო კლასიკურ ზედასთან ერთად. მოკლე. ე.წ "ტვიდი" ქურთუკი ასეთ დროს ზედგამოჭრილი იქნება.
ეცადეთ, რომ ამ შემთხვევაში შავ ფერს ნათელი ფერები შეუსაბამოთ. ეს სტილი ელეგანტურ და დახვეწილ სახეს ქმნის, რომელიც მდიდრულად და კეთილშობილურად გამოიყურება.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93