სტილი

როგორ შევიღებოთ თმა შემოდგომაზე: ტოპ პოპულარული რჩევები ლამაზი ფერისთვის

როგორ შევიღებოთ თმა შემოდგომაზე: ტოპ პოპულარული რჩევები ლამაზი ფერისთვის
ბუნებრივი ფერი კვლავაც აქტუალობის სათავეებშია, თუმცა წლევანდელი საშემოდგომო ტენდენცია თმის ღებვის საკმაოდ ლამაზ ვარიაციებს სთავაზობს ქალბატონებს.

"მარაო" გაგიზიარებთ, როგორ გამოიყურებოდეთ ლამაზად და ეფექტურად ამ სეზონზე.

AIRTOUCH

  • ინგლისურიდან გადმოთარგმნის შემთხვევაში ვიღებთ "ჰაერის შეხებას". ეს ტექნიკა მაქსიმალურად ნატურატურ ეფექტს ითვალისწინებს, რომელსაც მზეზე დამწვარი თმის სახით ვიღებთ. იმისათვის, რომ ასეთი ფერი მიიღოთ, სტილისტმა უნდა დააცალკევოს თმის ღერები ერთმანეთისგან. შემდეგ სულის შებერვით ზედა ნაწილი, რაც ჩამოიყრება, უნდა დატოვოს ხელუხლებელი, ხოლო ხელში დარჩენილი თმის ნაწილი, უნდა შეღებოს, შედეგად - მრავალფეროვანი ტონირებაა
    სახეზე, რომელიც საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება.

სთრობინგი

  • რთული მიქსი, რომელიც რამდენიმე შეფერილობისგან შედგება. მთავარი მიზანია - შეუმჩნეველი გადასვლა თმის გარკვეული ზონიდან სახემდე. ფერი აუცილებლად თქვენი კანის მიხედვით შეარჩიეთ. ფერების სწორი განლაგებით შესაძლებელია სახის ოვალის ვიზუალური კორექტირება, ყვრიმალების და თვალების გამოკვეთა.

შატუში

  • გადასვლები, სიკაშკაშე - ძალიან ლამაზად გამოიყურება. ღია ფერის თმაზე ძალიან ეფექტურია კარამელისფერი შეფერილობები, ხოლო მუქ თმას თაფლისფერი დაბოლოებები ალამაზებს.

პასტელური ფერები

  • ვარდისფერი, ცისფერი, იასამნისფერი - ყველაზე ეფექტურად გამოიყურება. თუმცა თავის მთლიანად ამ ფერებში გადაღებვას დასაწყისში მაინც არ გირჩევთ, ვინაიდან რამდენიმე დაბანაზე თმა ფერს იცვლის და წამოზრდილი ძირები ძალიან უშნოდ გამოიყურება. ამიტომ რამდენიმე ღერის შეღებვა საუკეთესო გამოსავალია.

წყარო

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93