ქორწილი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა წყვილების ცხოვრებაში, თუმცა განსაკუთრებით დიდ ყურადღებას პატარძლები ამ დღისთვის საქორწილო კაბებს უთმობენ. შესაბამისად, აუცილებელია, მუდამ გაითვალისწინონ, როგორი კაბა, ფერი და ნაჭერია მოდაში, იმისათვის, რომ გამორჩეულად ლამაზად გამოიყურებოდნენ.
წელს დიზაინერები მაქსიმალურად სადა კაბებზე ურჩევენ პატარძლებს ყურადღების გამახვილებას კაბის შერჩევის დროს. შესაბამისად, ბრენდმა Carolina Herrera-მ შემოდგომა-ზამთარი 2020/21 BRIDAL კოლექციის ჩვენებაზე, ნიუ-იორკში გამართულ მოდის კვირეულზე, გადაწყვიტა, საქორწილო კოლექცია თეთრ და სპილოსძვლისფერ სადა კაბებს დაუთმოს.
თუკი ქორწილისთვის ემზადებით და ჯერაც ვერ ჩამოყალიბებულხართ სტილსა და დიზაინზე, "მარაომ" შეგირჩიათ ყველაზე ლამაზი სტილის კაბები.
ჩაინიშნეთ!