ალბათ, არ არსებობს ქალბატონი, რომელსაც აქსესუარები არ უყვარს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სამაჯური იქნება თუ დიადემა. მთავარია, რომ მათ ერთმანეთთან სიყვარული აკავშირებთ.
- მე გადავწყვიტე, რომ გადამეხედა სიახლეებისთვის და გამერკვია, როგორი სტილის აქსესუარებს ანიჭებენ უპირატესობას ამ სეზონზე ყველაზე დახვეწილი ქალბატონები.
- გთავაზობთ ყველაზე აქტუალურ აქსესუარებს, რომლებიც ამჟამად "ინსტაგრამის" ჰიტია.
მასიური ბეჭდები და სამაჯურები - დიახ, მათი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია საკუთარ ინდივიდუალობას ხაზი უფრო უკეთ გავუსვათ. ბეჭდების ფერები შეგვიძლია მანიკიურის ფერსაც შევუსაბამოთ.
"შანელის" ათასგვარი საყურე არსებობს, თუმცა ეს კონკრეტული მოდელი ამ წლის სტანდარტებს სრულებით აკმაყოფილებს.
მსგავსი სტილის სათვალეები ბოლო 2 წელია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. როგორც ჩანს, ბელა ჰადიდმაც სწორედ ის აირჩია.
დიდ მოწონებას იმსახურებს ფერადთვლიანი ბეჭდები, რომლებიც ფორმითაც გამოირჩევა.
არაერთი პოსტი შემხვდა, სადაც მსგავსი სტილის ქუდები ისევ დომინირებდა.
მინიატურული ზომის ჩანთებით მოდის ინდუსტრიაში ახალი სიტყვა ითქვა. სწორედ ასეთ ჩანთებს ანიჭებენ უპირატესობას დახვეწილი ქალბატონები.
როცა ქამარი და ზედა ერთნაირი ნაჭრისგანაა.
დაბოლოს, გთავაზობთ ფოტოს, რომელიც "გუჩის" ოფიციალური "ინსტაგრამის" გვერდიდანაა. ბოლო პერიოდში მათ წარმოგვიდგინეს უცნაური ფორმის სათვალეები და მასიური საყურეები, რომელსაც ერთი მხრივ მოწონება, ხოლო მეორე მხრივ კი კრიტიკა მოჰყვა.
თქვენ როგორი სტილის აქსესუარებს ანიჭებთ უპირატესობას?