სტილი

რატომ უნდა ჩაიცვათ მაღალწელიანი შარვალი (ფოტო)

რატომ უნდა ჩაიცვათ მაღალწელიანი შარვალი (ფოტო)
ჩაცმულობა ქალს ან დედოფლად აქცევს, ან მსახურად. კარგად ჩაცმა მხოლოდ მდიდრულ სამოსს არ ნიშნავს. ტანსაცმელმა ნაკლი უნდა დაგიფაროთ და ღირსება გამოავლინოს. გაიხსენეთ, როგორ აცვიათ მადონას, კაილი მინოუგს, სალმა ჰაიეკს, შაკირას. ელეგანტურად? არადა, მათი სიმაღლე 159 სმ და ზოგის უფრო ნაკლებია.

ელეგანტური სამოსი

თუ ტანდაბალი ბრძანდებით, სამოსის ფერი და ფასონი კარგად უნდა შეახამოთ. აი, როგორი რეკომენდაციები აქვს სპეციალისტს მათთვის, ვისი სიმაღლეც 160 სანტიმეტრია.

  1. სამოსის ზომა - მოერიდეთ ტომრისმაგვარი სამოსის ჩაცმას (ეს კიდევ უფრო დაგადაბლებთ). უმჯობესია, ტანსაცმელი კარგად
    მოგადგეთ სხეულზე.
  2. ფერთა გამა - სასურველია, ერთი გამის ფერის სამოსი ჩაიცვათ, ან მონოქრომული ვარიანტი. კონტრასტულმა ფერის სამოსმა შეიძლება სხეული ორად გაყოს და დაბალი სიმაღლე მეტად თვალშისაცემი გახდეს. ეცადეთ, კონტრასტულმა ფერებმა არ გადაჭრას ფიგურა.
  3. მაღალი წელი - სასურველია, შარვალი და ქვედაკაბა მაღალწელიანი ჩაიცვათ, რადგან ის უფრო "გრძელს" წარმოგაჩენთ. აი, დაბალწელიანი სამოსი კიდევ უფრო დაგადაბლებთ.
  4. ბლუზა, ტოპი და მოკლე ჟაკეტი - ტანდაბალი მანდილოსნისთვის ასეთი სამოსი უფრო შესაფერისია, ვიდრე ტუნიკები და გრძელი ჟაკეტები.
  5. ვერტიკალური ხაზები - გასაოცარია, მაგრამ ნებისმიერი ფორმის სამოსი, ვერტიკალური ხაზებით ვიზუალურად ქალს უფრო მაღალს წარმოაჩენს. და არა აქვს მნიშვნელობა, ეს კაბა იქნება, პიჯაკი, ქედაკაბა თუ მაისური. აი, ჰორიზონტალურ ზოლებს კი უნდა მოერიდოთ. რაც უფრო სქელია ზოლი, მით ნაკლებია თქვენი სიმაღლე.
დაბოლოს, ნუ დაივიწყებთ სწორად შერჩეულ ფეხსაცმელს. უმჯობესია, ის ტანსაცმლის ფერის იყოს და ფორმით ისეთი, სხეული ოდნავ რომ "წააგრძელოს". 

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93